ჩვენი და კლუბის ქომაგთა აზრით, ახალი ფორმა წინაზე გაცილებით კარგად გამოიყურება. ”ზესტაფონმა" ახალი "სამოსელით" პირველად ბუქარესტის ”სტიაუასთან" ითამაშა.
ზესტაფონელები ტრადიციული თეთრი და ლურჯი ფორმით ითამაშებენ, მესამე სათადარიგო მაისურა კი, გასული სეზონის მსგავსად, შინდისფერი იქნება. სათამაშოს გარდა, ფეხბურთელებსა და პერსონალს უკვე გადაეცათ სავარჯიშო ფორმები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"