შეგახსენებთ, იგი ”ვიტ ჯორჯიას" საკუთრებაა, სადაც გასული სეზონის მეორე ნახევარი გაატარა, მანამდე კი ნახევარი წლის განმავლობაში იჯარით ქუთაისის ”ტორპედოს" ღირსებას იცავდა. ”ტორპედოში" 3 მატჩი, ”ვიტ ჯორჯიაში" 13 მატჩი და 1 გოლი - ასეთია როსტიაშვილის მონაგარი განვლილ ჩემპიონატში.
რაც შეეხება ”სკონტოს", რიგელები ბოლო დროს ვეღარ
”ვიტ ჯორჯიას" ხელმძღვანელობის პოზიცია კი ტრადიციულია - ფეხბურთელს ახალი კლუბის მოძებნაში ხელს არ შეუშლიან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ლატვიელებმა როსტიაშვილთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტეს, კლუბები ერთმანეთთან, ალბათ, საერთო ენასაც გამონახავენ.
რაც შეეხება ”ვიტ ჯორჯიას", ზურაბ ბერიძე გუნდს მცხეთის სტადიონზე ავარჯიშებს, 27 ივნისს კი ვეტერინარები პირველ საკონტროლო მატჩს იქვე ჩაატარებენ საჩხერის ”ჩიხურასთან".
სავარაუდოდ, ”ვიტ ჯორჯია" უცხოურ შეკრებაზეც გაემგზავრება, თუმცა ჯერ არ გადაწყვეტილა, რომელ ქვეყანაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"