”მეტალურგი” - რებრენდინგი ორშაბათს დასრულდება

AutoSharing Option
რამდენიმე კვირაა, რაც რუსთავის ”ოლიმპი" ”მეტალურგად" იწოდება. უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე ქვემოქართლური კლუბის სახელი უკვე შეცვალეს, ახალი ლოგო კი საზოგადოებას ჯერ არ უნახავს.

კლუბმა სავსებით მართებული გადაწყვეტილება მიიღო და ქართული საფეხბურთო სამყაროს ინფორმირების მიზნით ორშაბათს პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ახალ ლოგოსთან ერთად ახალ სათამაშო ფორმასა და ვებგვერდს წარმოადგენს.

აქამდე რუსთავულ კლუბს ოფიციალური ინტერნეტსაიტი არ ჰქონდა და კარგია, ”მეტალურგმა" ამ ხარვეზის გამოსწორებაზე რომ იზრუნა.

გაიმართება პრესკონფერენციაც, რომელზეც მედიის წინაშე ”მეტალურგის" გენერალური დირექტორი თორნიკე მაისურაძე და პრესსამსახურის უფროსი შოთა შერმადინი წარდგებიან და გუნდის სლოვენიურ
შეკრებას მიმოიხილავენ. გარდა ამისა, ორშაბათის ღონისძიება ”ბანანცთან" წინასამატჩო პრესკონფერენციადაც შეიძლება განვიხილოთ.

რაკი ”მეტალურგის" საევროთასო მეტოქე ვახსენეთ, შეგახსენებთ, რომ ”ბანანცს" შეკრებები და სპარინგები არ სჭირდება, რადგან სომხეთში გაგანია ჩემპიონატია და დღეს ერევნელები ”განძასარს" უმასპინძლებენ.

რაც შეეხება ”ზესტაფონიდან" წასული კახა ალადაშვილის ”მეტალურგში" გადასვლის თაობაზე გავრცელებულ ხმებს, დღესდღეობით ამ ინფორმაციას ფეხბურთელიც უარყოფს და კლუბიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული