დაიხსნის თავს "თავუზიდან" ჭედია?

AutoSharing Option
"გაგრამ" ფოთის "კოლხეთის" თავდამსხმელი დათა სიჭინავა დაიმატა. ევროთასების მონაწილე კლუბმა 22 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი 1+1-სისტემით გააფორმა.

ჯერ ვერ ხერხდება თავუზის "თურანის" თავდამსხმელის, გიორგი ჭედიას დამატება. გიორგი "გაგრას" კი შეუთანხმდა, მაგრამ მის სატრანსფერო ფურცელს დღემდე აზერბაიჯანული კლუბი ფლობს, რადგან კონტრაქტი 30 აგვისტოს უმთავრდება.

ორი დღეა, ჭედია აზერბაიჯანში იმყოფება და კლუბის კონტრაქტის გაწყვეტაზე დათანხმება სურს. "გაგრაში" კი ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ მას კვიპროსულ "ანორთოსისთან" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე განაცხადში შეიყვანენ.

ამასობაში "გაგრამ" მორიგი საკონტროლო შეხვედრა "ზოოვეტთან" 3:0 მოიგო. გოლები გაიტანეს
გიორგი ტყეშელაშვილმა (პენალტით), შალვა კვანტალიანმა და ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილმა ფეხბურთელმა ნიკა მაისურაძემ. ნიკა კლუბში კი ისინჯებოდა, თუმცა გუშინდელ ვარჯიშზე აღარ გამოჩენილა.

"ზოოვეტთან" ითამაშა 18 წლის უკრაინელმა მარცხენა მცველმაც, მაგრამ მისი ჩარიცხვა ჯერ არ გადაწყვეტილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული