"ვიტ ჯორჯია" - ნულები პირველ სპარინგში

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიამ" ზაფხულის პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. ვეტერინარებმა მცხეთაში საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლეს და 0:0 ითამაშეს. მცირე უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა ანგარიშის გახსნა ვერ შეძლეს.

გუნდებმა ტაიმები ორი განსხვავებული შემადგენლობით ჩაატარეს.

"ვიტ ჯორჯია" პირველ ტაიმში: მიქაბერიძე - ხურცილავა, ადამაძე, კასრაძე, ღანიაშვილი - ვასაძე, გურამ გურეშიძე - კორიფაძე, ჯანელიძე, ზაქრაძე (20. ჯუღელი) - ჩიმაკაძე.

"ჩიხურა" პირველ ტაიმში: დოღაძე - ქორიძე, ბერიანიძე, ჭელიძე, სალარიძე - ბაკურაძე, ნოზაძე, მელქაძე - სილაგავა, კემუხტაშვილი, ნ. კვასხვაძე.

"ვიტ ჯორჯია" მეორე ტაიმში: ძაძამია
- ჭოჭუა, გოგიაშვილი, ხუმარაშვილი, ხუჭუა - მაისაშვილი - ვაშაკიძე, გიორგი გურეშიძე, ოთარიშვილი - სიხარულიძე, გაბრიჭიძე.
"ჩიხურა" მეორე ტაიმში: ჯინჭარაძე - ვაშაკიძე, დვალიშვილი, თვალავაძე, ჩიკვაიძე - ბროლაძე, ხანიშვილი, სანიკიძე, ფირცხალავა, ბურჯანიძე - დარბაიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული