ოთხი გოლი მეტისმეტია

AutoSharing Option
ბაზელი-ზესტაფონი 4:0
ზესტაფონი: მამალაძე (46. კვასხვაძე), თ. ღონღაძე (46. ბენაშვილი), ხიდეშელი (60. მ. კობახიძე), გ. ონიანი, გორგიაშვილი (46. ელიავა), ძარია (73. როსტომ გეწაძე), ბაბუნაშვილი (60. ჭანკოტაძე), აფციაური (79. გაგოშიძე), გრიგალაშვილი (80. სარდალიშვილი), დვალი (60. ლომია), წინამძღვრიშვილი (46. გელაშვილი).
გოლები: 1:0 რიონგი (9), 2:0 ფრაი (45), 3:0 ფრაი (67), 4:0 ბუესი (81)

ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა "ზესტაფონმა" შვეიცარიულ "ბაზელთან" გუშინ, 30 ივნისს მეტისმეტად უსიამოვნო მარცხი იწვნია. ვეტერანმა ალექსანდერ ფრაიმ და კომპანიამ საქართველოს ჩემპიონს შანსი არ დაუტოვეს.

ასეთ ძლიერ მეტოქესთან წაგება რა გასაკვირია, მაგრამ
ოთხბურთიანი სხვაობით მარცხი გუნდის წევრების განწყობაზე დადებითად ვერაფრით იმოქმედებდა და იმედია, "ზესტაფონის" წევრები გუნებას 4 ივლისს გამოიკეთებენ - ამ დღეს ფეროელები ბოლო ავსტრიულ სპარინგში რუმინულ "კლუჟს" გაეჯიბრებიან. ისიც აღვნიშნოთ, რომ ამ შეკრებისას ჩატარებულ სამ მატჩში ქართველებს ერთი გოლიც არ გაუტანიათ.

სასიამოვნო ამბებით დავამთავროთ - რამდენიმეკვირიანი იძულებითი პაუზის შემდეგ იმერელთა შემადგენლობაში ნიკა გელაშვილმა, ზაალ ელიავამ და ალექსი ბენაშვილმა ითამაშეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული