"ზესტაფონს" მეორე მოედანს დაახვედრებენ

AutoSharing Option
რამდენიმე დღეა, რაც "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე მეორე ბუნებრივსაფრიანი მოედნის დაგება მიმდინარეობს. უმაღლესი ხარისხის გაზონი იმერულ კლუბს უკრაინიდან ბათუმის გავლით ჩამოუვიდა და სულ მალე გია გეგუჩაძის გუნდს მისი მოსინჯვაც შეეძლება.

ამჟამად კი, შეგახსენებთ, საქართველოს ჩემპიონები ავსტრიულ შეკრებაზე არიან, რომელსაც 4 ივლისს რუმინულ "უნივერსიტატიასთან" სპარინგით დაასრულებენ.

ბაზაზე სულ ხუთი მოედნის მოწყობაა გათვალისწინებული. ამ ხუთიდან ხელოვნურსაფრიანი მხოლოდ ერთი იქნება. გეგმის მიხედვით, ბაზის ტერიტორიას, რომელიც დღეს 5 ჰექტარია, კიდევ 3 ჰექტარი უნდა დაემატოს.

ჯერჯერობით არ აგებულა გუნდის საცხოვრებელი, მაგრამ ეს საკითხიც მოგვარდება. აქვე უნდა
მოეწყოს სასტუმრო, ბავშვთა სკოლა-ინტერნატიც. ტერიტორიას ჩოგბურთის კორტებიც დაამშვენებს და თანამედროვე ბაზისთვის საჭირო ყველა ატრიბუტიც - ტრენაჟორების დარბაზი, სამედიცინო პუნქტი, კვების ბლოკი და ა. შ.
ფეხბურთელები ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ივარჯიშებენ. "ფეროს" მავნე გამონაბოლქვისგან ბაზას იქვე მდებარე ფერდობი იცავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული