"ვიტ ჯორჯიამ" სტუ-სთან წააგო

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიამ" მცხეთაში მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდთან 1:2 დამარცხდა. სტუ-მ ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა მეტოქის უხეში შეცდომების წყალობით, მეორე ნახევარში კი "ვიტ ჯორჯიამ" მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა - თავი ირაკლი სიხარულიძემ გამოიჩინა.

"ვიტ ჯორჯიამ" ამ შემადგენლობით ითამაშა: ძაძამია (მიქაბერიძე 46) - ხურცილავა, ადამაძე, კასრაძე, ღანიაშვილი - გურამ გურეშიძე (გიორგი გურეშიძე 51) - კორიფაძე (ჯუღელი 57), ვასაძე (სიხარულიძე 46), ჯანელიძე, ოთარიშვილი (ვაშაკიძე 46) - ჩიმაკაძე (გაბრიჭიძე 65).

სიხარულიძე, რომელმაც წინა სეზონები თბილისის "დინამოში" გაატარა,
ჯერჯერობით ვიტჯორჯიელი არ გამხდარა. იგი გუნდის შემადგენლობაში ვარჯიშობს და მისი საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდება.

ცნობილი იყო, რომ "ვიტ ჯორჯია" უცხოური შეკრების მოწყობას აპირებდა და სავარაუდო ადგილიც დაზუსტდა - სამთო კურორტი ბოლუ, რომელიც სტამბოლთან ახლოს მდებარეობს. ზურაბ ბერიძის გუნდი იქ 16-დან 30 ივლისამდე მოემზადება და საკონტროლო მატჩებსაც ჩაატარებს.

მანამდე კი "ვიტ ჯორჯია" მცხეთის სტადიონზე ივარჯიშებს და ამხანაგური შეხვედრების დიდ ნაწილსაც იქ გამართავს. შეგახსენებთ, პირველ სპარინგში ვეტერინარები საჩხერის "ჩიხურას" 0:0 დაუზავდნენ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ "ვიტ ჯორჯიამ" უკვე დაიმატა ოთხი ახალი ფეხბურთელი - მცველები გიორგი ხუმარიშვილი და გიორგი ოთარიშვილი და ნახევარმცველები გიორგი ვაშაკიძე და ირაკლი ხუჭუა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული