"ვიტ ჯორჯიამ" ამ შემადგენლობით ითამაშა: ძაძამია (მიქაბერიძე 46) - ხურცილავა, ადამაძე, კასრაძე, ღანიაშვილი - გურამ გურეშიძე (გიორგი გურეშიძე 51) - კორიფაძე (ჯუღელი 57), ვასაძე (სიხარულიძე 46), ჯანელიძე, ოთარიშვილი (ვაშაკიძე 46) - ჩიმაკაძე (გაბრიჭიძე 65).
სიხარულიძე, რომელმაც წინა სეზონები თბილისის "დინამოში" გაატარა,
ცნობილი იყო, რომ "ვიტ ჯორჯია" უცხოური შეკრების მოწყობას აპირებდა და სავარაუდო ადგილიც დაზუსტდა - სამთო კურორტი ბოლუ, რომელიც სტამბოლთან ახლოს მდებარეობს. ზურაბ ბერიძის გუნდი იქ 16-დან 30 ივლისამდე მოემზადება და საკონტროლო მატჩებსაც ჩაატარებს.
მანამდე კი "ვიტ ჯორჯია" მცხეთის სტადიონზე ივარჯიშებს და ამხანაგური შეხვედრების დიდ ნაწილსაც იქ გამართავს. შეგახსენებთ, პირველ სპარინგში ვეტერინარები საჩხერის "ჩიხურას" 0:0 დაუზავდნენ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ "ვიტ ჯორჯიამ" უკვე დაიმატა ოთხი ახალი ფეხბურთელი - მცველები გიორგი ხუმარიშვილი და გიორგი ოთარიშვილი და ნახევარმცველები გიორგი ვაშაკიძე და ირაკლი ხუჭუა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"