ზუგდიდელთა პირველი სპარინგი

AutoSharing Option
ზუგდიდის ”ბაიამ" გუშინ, 5 ივლისს ზაფხულის მოსამზადებელი ეტაპის პირველი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და ურეკში ოზურგეთის ”მერცხალთან" 0:1 დამარცხდა. გურულებმა გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს.

”ბაიამ" კი ამ შემადგენლობით ითამაშა: მაქაცარია, სვირავა, ფაცაცია, ნაჭყებია, თ.აკობია, გუჯეჯიანი, სიხარულია, სამუშია, შ.ლომია, ახვლედიანი, კუკავა.
შეცვლაზე შევიდნენ: რიგვავა, პაჭკორია, შევარდნაძე, აფაქიძე, ქვარცხავა, ნ.შონია, ენდელაძე, ფარჯიკია, გუგუჩია.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ელგუჯა ქომეთიანი რამდენიმე პოტენციურ ახალწვეულს აკვირდება და მათ თაობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

მომდევნო ამხანაგურ მატჩს ”ბაია" 10 ივლისს აბაშაში მარტვილის ”მერანთან" ჩაატარებს, მაგრამ არც ის არის
გამორიცხული, 7-ში ხონის ”იმერეთს" შეხვდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული