"კოლხეთში" გასასინჯებს აკვირდებიან

AutoSharing Option
გუშინ ფოთის "კოლხეთმა" ოზუგეთში "მერცხალს" 3:0 მოუგო. ამ სპარინგში ზღვისპირელთა სამწვრთნელო შტაბმა უმეტესად გასასინჯი ფეხბურთელები ათამაშა და სოლიდური ანგარიშის მიუხედავად, მათი უმეტესობის გარჯით უკმაყოფილო დარჩა.

სავარაუდოდ, ამ კონტინგენტიდან "კოლხეთში" მხოლოდ ორ-სამ ფეხბურთელს დაიტოვებენ.

"მერცხალთან" ამ შემადგენლობამ ითამაშა: ნადირაშვილი, კილასონია, თედიაშვილი, ქაჯაია, თურქია, ლომაშვილი, ცხადაია, ჯოხაძე, ვარდოსანიძე, შავგულიძე, ჭკადუა. შეცვლაზე შევიდნენ: ჯინჭარაძე, ხარშილაძე, გეგელია, ლემონჯავა, რუსია, ცანავა.

ცხადაიამ პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა, მეორე ნახევარში კი გურულებს ჯოხაძემ გაუტანა.

გიორგი ცხადაია, რომელმაც წინა სეზონში ჯერ "ზესტაფონის", მერე კი "სამტრედიას" ღირსება დაიცვა, თითქოს
ზუგდიდის "ბაიაში" უნდა გადასულიყო, მაგრამ ბოლო მომენტში გეზი შეიცვალა.

"კოლხეთი" შეკრებას ურეკში მოაწყობს, სადაც 16-დან 30 ივლისამდე დარჩება. მანამდე სოსო ფილიას გუნდი სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს – 10 ივლისს ქუთაისის "ტორპედოს" შეხვდება, 12-ში "ბათუმს" გაეჯიბრება, 14-ში კი ლანჩხუთის "გურიას" დაუპირისპირდება. ეს შეხვედრები ფოთში იყო დანიშნული, მაგრამ რაკი იქ სტადიონის რეკონსტრუქცია უკვე დაიწყო, სპარინგებს, სავარაუდოდ, გრიგოლეთში გადაიტანენ.

ურეკულ შეკრებაზე კი 18 ივლისს "კოლხეთი" ბათუმის "ადელს" შეხვდება, 22-ში - მარტვილის "მერანს", გასარკვევია 26 ივლისის მეტოქის ვინაობა, შეკრების ბოლო დღეს, 30 ივლისს კი ფოთელები საჩხერის "ჩიხურას" ესპარინგებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული