"სპარტაკი" - კვარაცხელიამ ახლები გასინჯა

AutoSharing Option
სპარტაკი-ჩიხურა 2:0
გოლები: 1:0 იჩქითი (81. მაისურაძის პასით), 2:0 იჩქითი (86. ლობჯანიძის პასით)
სპარტაკი: ლ. ძაგანია, ციმაკურიძე, ტეტუნაშვილი, გ. კვარაცხელია, ბოიომო, შონია, თ. მეტრეველი, კილასონია, შალამბერიძე, რ. ჯიქია, ზ. მეტრეველი.
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ნ. დაუშვილი, კაკაშვილი, ბერძენაძე, კირვალიძე, სვანიძე, ნ. მაისურაძე, ლობჯანიძე, მამუჩიშვილი, ლ. კობახიძე, გ. იჩქითი.
ჩიხურა: მწყერაშვილი, ზივზივაძე (35. ლ. ჭაფოძე), ლ. ჭელიძე, ბერიანიძე, ჩიკვაიძე, ძამსაშვილი, ლ. ნოზაძე, ივანიშვილი, სილაგავა, სალარიძე, ქანთარია.
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: დოღაძე, ზაბახიძე, ნ. კვასხვაძე, ბაკურაძე, ლეჟავა, ფირცხალავა, გეთიაშვილი.

"გაგრასა" და სტუ-ს
დამარცხების შემდეგ ცხინვალის "სპარტაკმა" მოსამზადებელ ეტაპზე მესამე ამხანაგური მატჩიც მოიგო. ბადრი კვარაცხელიას გუნდმა პლეი ოფის შემდეგ "ჩიხურა" კიდევ ერთხელ დაამარცხა. კვარაცხელიამ რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა - თორნიკე ზარქუა, გიორგი ალავიძე, გიორგი სეფიაშვილი, გიორგი ნარიმანიძე, დავით ზერეკიძე, ერეკლე ხაჭვანი, ბესიკ დეკანოიძე, თორნიკე თუხარელი და ილია ბუზალაძე.

მათ ნაცვლად თავის გამოჩენის შესაძლებლობა ტესტირებაზე მყოფ ფეხბურთელებს მიეცათ - კირვალიძეს, სვანიძეს, მაისურაძეს, ლობჯანიძეს, კობახიძესა და იჩქითს. ამ უკანასკნელმა, რომელიც ადრე თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობაში თამაშობდა, დუბლი მიითვალა. სინჯებზე მყოფი ფეხბურთელების საკითხს "სპარტაკის" სამწვრთნელო შტაბი ამ დღეებში გადაწყვეტს.

"სპარტაკი"-"ჩიხურას" შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა ცხინვალელებმა მაინც იძალეს. "სპარტაკი" მოსამზადებელ შეკრებაზე ურეკში გაემგზავრა და ზღვისპირეთში 23 ივლისამდე ივარჯიშებენ.

ურეკში წასვლამდე "სპარტაკმა" კიდევ ერთი სპარინგი ჩაატარა - ხაჭვანის, მაისურაძისა და მეტრეველის გოლებით სტუ-ს 3:1 სძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული