"სპარტაკი" 25 ფეხბურთელით ურეკში

AutoSharing Option
ბაკურიანული შეკრებისა და თბილისში მზადების შემდეგ ცხინვალის "სპარტაკი" ურეკში გაემგზავრა. შეგახსენებთ, რომ ბადრი კვარაცხელიას გუნდმა დედაქალაქში სამი ამხანაგური მატჩი გამართა - ტეტუნაშვილის სწრაფი გოლით თასის მფლობელი" "გაგრა" 1:0 დაამარცხა, სტუ-ს 3:1 სძლია (ხაჭვანი, ნ. მაისურაძე, თ. მეტრეველი), საჩხერის "ჩიხურას" კი სინჯებზე მყოფი გიორგი იჩქითის დუბლით 2:0 მოუგო.

შიდაქართლელები ზღვისპირეთიდან თბილისში 22 ივლისს დაბრუნდებიან. შავიზღვისპირეთში ცხინვალელები ტაქტიკის დახვეწასა და გუნდის შეკვრა-შეთამაშებაზე გააკეთებენ აქცენტს. "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა ურეკში 25 ფეხბურთელი იახლა:

მეკარეები: თორნიკე ზარქუა, ლაშა ძაგანია, ნიკა დაუშვილი.

მცველები: გივი კვარაცხელია, გიორგი
ციმაკურიძე, ფრიდოლინ ბოიომო, ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ალავიძე, უჩა ბურძენაძე, გიორგი სეფიაშვილი.

ნახევარმცველები: თემურ შონია, კობა შალამბერიძე, გიორგი მამუჩიშვილი, ბესიკ დეკანოიძე, ვალერი კილასონია, კახაბერ კაკაშვილი, გიორგი ნარიმანიძე, ნიკოლოზ მაისურაძე, თორნიკე თუხარელი, დავით ზერეკიძე, ერეკლე ხაჭვანი.

თავდამსხმელები: ზვიად მეტრეველი, რევაზ ჯიქია, ილია ბუზალაძე, ზვიად ლობჟანიძე.

ამ სიაში ყველა ის ფეხბურთელია, ვინც ბაკურიანის შეკრება გაიარა. მხოლოდ ერთი, ნახევარმცველი ნიკოლოზ მაისურაძეა დამატებული. ცნობისათვის, მაისურაძემ სამიდან ორ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა და გოლი და საგოლე პასი მიითვალა. დიდი შანსია, ურეკული შეკრების შემდეგ მისი საკითხი დადებითად გადაწყდეს.
ამ შეკრებისას "სპარტაკი" რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს. ოთხი საკონტროლო შეხვედრა უკვე დაგეგმილია. 12 ივლისს ცხინვალელები ზუგდიდის "ბაიას" შეხვდებიან, 14-ში ბათუმის "ადელს" ეთამაშებიან, 18-ში ბათუმის "დინამოს" ესპარინგებიან, 21 ივლისს კი საჩხერის "ჩიხურას" გაეჯიბრებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთ გუნდებს რა უნდათ უმაღლესში? გუნდი შეკრებაზეა წასული და ზოგს ფენერბახჩეს მაისური აცვია და ზოგს კიდე ვისი.თფუუუუ
dito
15:22 12-07-2011
0

სიახლეები პოპულარული