"სპარტაკმა" "ბაია" არ დაინდო

AutoSharing Option
სპარტაკი-ბაია 5:1 (5:0)
სპარტაკი: ზარქუა, ტეტუნაშვილი, გ. კვარაცხელია, ბოიომო, კაკაშვილი, თ. შონია, ციმაკურიძე, შალამბერიძე, კილასონია, ზ. მეტრეველი, რ. ჯიქია.
მეორე ტაიმში შევიდნენ: ლ. ძაგანია, გ. ალავიძე, ბურძენაძე, სეფიაშვილი, მამუჩიშვილი, ნარიმანიძე, ნ. მაისურაძე, თუხარელი, ზერეკიძე, ხაჭვანი, ბუზალაძე, ლობჯანიძე.
ბაია: მაქაცარია, სვირავა, აფაქიძე, გერგედავა, რიგვავა, სიხარულია, ნ. შონია, კ. ახალაია, გუგუჩია, კუკავა, ქვარცხავა.
მეორე ტაიმში შევიდნენ: ჯომიდავა, ვეკუა, ფაცაცია, ნ. აკობია, სამუშია, გუჯეჯიანი, ენდელაძე, ლ. ჯიშკარიანი, ახვლედიანი.
გოლები: 1:0 კილასონია (7), 2:0 ჯიქია (11. კილასონიას პასით), 3:0 მეტრეველი (35. ციმაკურიძის პასით), 4:0
შალამბერიძე (37. პენალტით), 5:0 შონია (41), 5:1 სამუშია (58. ნ. ახვლედიანის პასით)

ცხინვალის "სპარტაკმა" ურეკული შეკრება დაიწყო და ზღვისპირეთში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ბადრი კვარაცხელიას გუნდი ზუგდიდის "ბაიას" ეთამაშა და სოლიდური ანგარიშით, 5:1 მოიგო.

"ბაიას" მთავარი მწვრთნელი ელგუჯა ქომეთიანი გუნდს ოჯახური პრობლემების გამო არ ახლდა და ცხინვალელთა წინააღმდეგ გუნდი მისმა თანაშემწე მამუკა ჭაჭუამ გაიყვანა. შიდაქართლელებმა ორი სრული შემადგენლობა ათამაშეს, ზიგდიდელებმა კი შესვენების შემდეგ მოედანზე ცხრა ახალი ფეხბურთელი შეიყვანეს.
ზუგდიდელთა რბევა ვალერი კილასონიამ დაიწყო და თემურ შონიამ დაასრულა. კილასონია გატანილი გოლის გარდა საგოლე პასითაც გამოირჩა. ზუგდიდელთაგან თავი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გურამ სამუშიამ გამოიჩინა.

მომდევნო ამხანაგურ მატჩს ცხინვალის "სპარტაკი" 14 ივლისს ისევ ურეკში გამართავს ბათუმის "ადელთან", ~ბაიას" მომდევნო სპარინგი კი 15 ივლისისთვისაა დაგეგმილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული