ვიტელებმა წარმატებით ისპარინგეს

AutoSharing Option
გუშინ "ვიტ ჯორჯიამ" მცხეთაში სოხუმის "აეტს" უმასპინძლა და 2:0 მოუგო. მე-18 წუთზე რევაზ ღანიაშვილის პასით ანგარიში ბესიკ ჩიმაკაძემ გახსნა, 85-ეზე კი ამხანაგური შეხვედრის საბოლოო ანგარიში ვეტერინართა ახალწვეულმა ირაკლი სიხარულიძემ დააფიქსირა.

"ვიტ ჯორჯიას" თავკაცმა ზურაბ ბერიძემ გუშინ მოედანზე ეს შემადგენლობა გაიყვანა: მიქაბერიძე (46. ძაძამია) - ხურცილავა, ადამაძე (77. გოგიაშვილი), კასრაძე (67. ხუმარაშვილი), ღანიაშვილი (75. ხუჭუა) - ვასაძე (55. მაისაშვილი), გურამ გურეშიძე - კორიფაძე (70. ვაშაკიძე), ჯანელიძე, ჯუღელი (50. ზაქრაძე) - ჩიმაკაძე (46. სიხარულიძე).

დღეს ან ხვალ ის შემადგენლობაც გაცხადდება, რომელსაც ვიტელთა
სამწვრთნელო შტაბი თურქულ შეკრებაზე წაიყვანს. რაღა თქმა უნდა, შევიტყობთ "ვიტ ჯორჯიას" სპარინგპარტნიორთა ვინაობასაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული