ვიტ ჯორჯიამ დილა გაანადგურა

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის სტარტის გადადების გამო, "ვიტ ჯორჯიამ" კიდევ ერთი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. მისი მეტოქე ქვედალიგელი გორის "დილა" იყო. მერაბ კოჭლაშვილის გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 გაიმარჯვა.

ანგარიში ჯაბა ლიპარტიამ გახსნა 22-ე წუთზე, 42-ე წუთზე ბესიკ ჩიმაკაძემ გაიტანა, 51-ეზე კი თავი პენალტით გიორგი ჯანელიძემ გაიტანა. ამის შემდეგ ბექა ზაქრაძის ჯერი დადგა, რომელმაც დუბლი შეასრულა. მან "დილას" კარი 56-ე და 90-ე წუთებზე დალაშქრა.

"ვიტ ჯორჯიამ" "დილასთან" ამ შემადგენლობით ითამაშა: მიქაბერიძე (64. რეჭია) – ბეჭვაია, ლომაია, ადამაძე (46. კასრაძე),
ჭანკვეტაძე – მაისაშვილი (60. გიორგი გურეშიძე), გურამ გურეშიძე (60. გოგიაშვილი), ღანიაშვილი – ჯანელიძე (60. დვალაშვილი), ლიპარტია (46. კორიფაძე) – ჩიმაკაძე (46. ზაქრაძე).

ამხანაგური შეხვედრა "ვიტ ჯორჯიას" დუბლშემადგენლობამაც ჩაატარა და გიორგი გურეშიძისა და ელგუჯა ლობჟანიძის გოლებით "ზოოვეტი" 2:0 დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული