"სპარტაკში" ახლები გამოჩნდნენ

AutoSharing Option
ცხინვალის "სპარტაკში" სამი ახალი ფეხბურთელი ვარჯიშობს - ირაკლი სამხარაძე, გიორგი ფეიქრიშვილი და გაგა თიბილაშვილი.

სამხარაძეს დიდი ფეხბურთი სამი წელია, აღარ უთამაშია, ბოლოს იგი თბილისის ~ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა. ფეიქრიშვილის ბოლო კლუბი ყაზახური "ატირაუ" იყო, თიბილაშვილი კი სამშობლოში სომხური ~იმპულსიდან" დაბრუნდა.

სამივე სინჯებზეა და გუნდში მათი დარჩენა-არდარჩენის საკითხი ამ დღეებში გადაწყდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული