საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის კალენდარში, უფრო ზუსტად კი, მეორე ტურში მცირედი ცვლილებებია. უკვე გაცნობეთ, რომ "ზესტაფონი" და "კოლხეთი" ფოთის ნაცვლად ზესტაფონში და 14 აგვისტოს მაგივრად 13 აგვისტოს ითამაშებენ. გუშინ ისიც გაირკვა, რომ მატჩი 20 საათზე დაიწყება.
კვირიდან შაბათს გადმოიტანეს "დინამო"-"ვიტ ჯორჯიას" შეხვედრაც. მატჩი ეროვნულ სტადიონზე 18 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გადასცემს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"