"ზესტაფონმა" დისციპლინა მკაცრად დაიცვა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა "ზესტაფონის" ფორვარდ ჯაბა დვალს მსაჯის მიმართ ბილწსიტყვაობისთვის ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. შეგახსენებთ, დვალი ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში, ქუთაისის "ტორპედოსთან" მატჩისას გააძევეს.

იმავე შეხვედრის დასრულების შემდეგ მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა "ზესტაფონის" კიდევ ერთმა წევრმა, თორნიკე აფციაურმა მიაყენა და მასაც ორმატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწევს. ამას გარდა, ორივე ფეხბურთელი 600-600 ლარით დაჯარიმდა.

აღსანიშნავია, რომ დვალი და აფციაური თავად კლუბმაც დასაჯა. "ზესტაფონმა" მათ ასევე 600-600 ლარი დაუქვითა და კატეგორიულადაც გააფრთხილა - მსგავსი საქციელის განმეორების შემთხვევაში ხელფასი გაუნახევრდებათ და დუბლშემადგენლობაში გადაიყვანენ, სადაც...
თამაშის უფლება არ ექნებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული