აქვე იყო შიდა ქართლის ახალდანიშნული გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი, რომელსაც როგორც ყოფილ
სავარაუდოდ, შეიცვლება მწვრთნელთა შტაბი და გარკვეულწილად კლუბის ხელმძღვანელობაც. წინასწარ ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ გუნდის შემადგენლობა ადგილობრივი ფეხბურთელებით დაკომპლექტდება. სასიკეთო ძვრებს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სწორედ ახალი გუბერნატორის დამოკიდებულება გუნდისადმი, რადგან `დილასთვის~ სპონსორის წარმატებით მოძებნა პირველ ყოვლისა მასზეა დამოკიდებული.
ჩვენ ვკითხეთ გუბერნატორს `დილას~ მომავალის თაობაზე. `ამ ქალაქს აქვს საფეხბურთო ტრადიციები და მისი დაკარგვა არ შეიძლება. გვინდა, `დილას~ უკეთესი მომავალისათვისაც ვიშრომოთ. იმედი მაქვს, გამოინახება სპონსორი, რომელიც ითავებს გუნდის პატრონობას. ეს ყოველივე უახლოეს მომავალში გაირკვევა, თუმცა რაც უნდა იყოს, ადგილობრივ გულშემატკივრებს ვპირდები რომ `დილა~ შარშანდელზე უკეთეს მდგომარეობაში იქნება. მინდა დღევანდელი ღონისძებითაც გამოვთქვა კმაყოფილება. ბავშვებს ფეხბურთის და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების სიყვარული აქედანვე უნდა ჩავუსახოთ. კარგია რომ აქვე იყვნენ მოწვეულნი ინვალიდი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვებიც. მათზე ზრუნვაც ხომ ყველა ჩვენთაგანის მოვალეობაა~ _ გვითხრა ზურაბ არსოშვილმა.