ვაწაძე ათ დღეში

AutoSharing Option
მათე ვაწაძემ ხანგრძლივი ტრავმით გამოწვეული ჩავარდნა ნელ-ნელა "ამოქაჩა" - ეს "დინამო"-"ზესტაფონისა" და სომხეთი-საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩებშიც გამოჩნდა. 21 წლის თავდამსხმელს ისევ გაეხსნა საგოლე ალღო, რომელიც ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ სადღაც დაკარგა...

სამწუხაროდ, მათემ კვლავ ტრავმა მიიღო. მან "დინამო"-"ზესტაფონის" მატჩის მე-7 წუთზე გახსნა ანგარიში, ორიოდე წუთში კი, ორთაბრძოლისას, მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, ადგომა ვეღარ მოახერხა და შესაცვლელი გახდა. თუმცა დიაგნოზი არც ისე საშიშია - ვაწაძეს მხოლოდ კუნთი გაეჭიმა, რაც რთული სამკურნალო ნამდვილად არ
არის.

"ვაწაძის ტრავმაზე გული უზომოდ დამწყდა. ეგ არის, რომ სერიოზულად არ დაშავებულა, მხოლოდ უკანა კუნთი გაიჭიმა და წესით ათ დღეში ვარჯიში უნდა განაახლოს. საწყენი ისაა, რომ ფორმაში შედიოდა, კლუბშიც კარგად ათამაშდა და ახალგაზრდულ ნაკრებშიც. ასე რომ გაეგრძელებინა, არ გამოვრიცხავდი, თემურ ქეცბაიას ნაკრებშიც მიეწვია... იმედია, მათე უახლოეს პერიოდში დაგვიბრუნდება", - გვითხრა თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული