"გაგრა" "ვიტ ჯორჯიასთან" კაპიტნის შეცდომამ დაღუპა

AutoSharing Option
25.09. მცხეთა. მცხეთა პარკი. 300 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-გაგრა 1:0
1:0 ტყეშელაშვილი (90. ს.კ.)

ვიტ ჯორჯია გაგრა
4-2-3-1 3-5-2
ძაძამია სეფიაშვილი
ხურცილავა გაბუნია
ადამაძე ტყეშელაშვილი
კასრაძე კალანდაძე
ღანიაშვილი ზვიადაძე
გურამ გურეშიძე ჯიშკარიანი
კორიფაძე ნაკონეჩნი
ვასაძე შარიქაძე
ჯანელიძე ორდინსკი
ზაქრაძე მაგაჯი
ჩიმაკაძე კვანტალიანი

მწვრთნელი მწვრთნელი
ზ. ბერიძე ა. პისკოვეცი

ვიტ ჯორჯია
58. ზაქრაძე - ჯუღელი
76. ჩიმაკაძე - სიხარულიძე
78. კორიფაძე - ვაშაკიძე
სათადარიგოები: რეჭია, გოგიაშვილი, ოთარიშვილი, მაისაშვილი

გაგრა
60. მაგაჯი - ჭოხონელიძე
70. ჭოხონელიძე - გაბედავა
74. შარიქაძე - ყურულაშვილი
სათადარიგოები: ბეგიაშვილი, ჯგერენაია, ქართველიშვილი, ჭკუასელი

გაფრთხილება: გაბუნია (22), ღანიაშვილი (47), ხურცილავა (49)

არბიტრი: ა. კრიჭაშვილი

"მცხეთა პარკზე"
არცთუ სანახაობრივი, თუმცაღა მაინც საინტერესო მატჩი გაიმართა, შეხვედრის მიწურულს კი მაყურებელმა შთამბეჭდავი კულმინაციაც იხილა.
დაახლოებით თანაბარი დონის გუნდების დაპირისპირებაში ნაკლებად იყო მოსალოდნელი, რომ რომელიმე საგრძნობ უპირატესობას მოიპოვებდა და ასეც მოხდა, თუმცა მაინც თვალშისაცემი იყო, რომ "ვიტ ჯორჯია" "გაგრაზე" ხარისხიანად თამაშობდა და გამარჯვებაც დაიმსახურა.

ზურაბ ბერიძის გუნდისთვის საუკეთესო პერიოდი შეხვედრის საწყისი 20 წუთი იყო. დროის ამ მონაკვეთში ვიტელებმა ბურთზე სრული კონტროლი დააწესეს და მართალია, მეტოქეს ბევრი ხიფათი ვერ შეუქმნეს, მაგრამ დაწინაურება მაინც შეეძლოთ. ყველაზე რეალური საგოლე შანსი ბესიკ ჩიმაკაძეს ჰქონდა, რომელმაც მე-16 წუთზე ბექა ზაქრაძის გამოზომილი გადაცემით ვერ ისარგებლა და ხუთიოდე მეტრიდან თავური მიზანს ოდნავ ააცილა.

უქმად არც "გაგრა" ყოფილა, თავის გამოჩენა ნიგერიელ ახალწვეულ უმარ მაგაჯის შეეძლო - მან მეკარეს ბურთი თავზე ზუსტად, მაგრამ სუსტად გადაუგდო და გურამ ადამაძემ ხიფათის განმუხტვა მოასწრო.

მეორე ტაიმი სანახავად უარესი გამოდგა. "ვიტ ჯორჯია" კვლავაც უკეთესად გამოიყუებოდა, მაგრამ "გაგრას" დაცვა მასპინძელთა იერიშებს დამაჯერებლად იგერიებდა. თითქოს ყველაფერი ნულოვანი ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ ვეტერინართა კაპიტანმა გიორგი ჯანელიძემ, რომელიც თავისიანებში ამჯერადაც გამორჩეული იყო და გუშინ 22 წლისა შესრულდა, გოლი გამოადნო - მის მიერ ჩაწოდებულ საჯარიმოს "გაგრას" კაპიტანმა გიორგი ტყეშელაშვილმა თავი უხერხულად დაუხვედრა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

დარჩენილ მცირე დროში "გაგრას" თამაშის გადარჩენა შეეძლო, მაგრამ მიკოლა ნაკონეჩნიმ არაზუსტად დაარტყა.

ასე დასრულდა მატჩი, რომლითაც "ვიტ ჯორჯიას" წარმატებული და "გაგრას" წარუმატებელი სერია გაგრძელდა. ვნახოთ, რა იქნება მომავალში, ჯერჯერობით კი ერთიც და მეორეც "ოქროს შუალედის" გუნდებს ჰგვანან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვიტ ჯორჯიამ კარგად ითამაშა გაგრასთან.
http://www.youtube.com/user/WITGEO1
ნიკოლოზ ბებერაშვილი
13:44 30-09-2011
0

სიახლეები პოპულარული