მიხეილ ხუციშვილი "ზესტაფონის" სპორტული დირექტორია

AutoSharing Option
"ზესტაფონის" სპორტული დირექტორი მიხეილ ხუციშვილი იქნება. იგი ბოლოს გორის "დილაში"იმავე თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცაღა გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ჩემპიონთა საკლუბო სტურქტურაში გადასვლა ამჯობინა.

"ზესტაფონში" აქამდე სპორტული დირექტორის თანამდებობა არ არსებობდა და იგი კლუბის პრეზიდენტის, ილია კოკაიასა და მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის ერთობლივი მოსაზრებით შეიქმნა.

"ამ ადამიანს ყველა იცნობს, როგორც თავისი საქმის პროფესიონალს. სპორტული დირექტორის თანამდებობა აუცილებლად გვჭირდებოდა, ჩემი აზრი კლუბის პრეზიდენტმაც გაიზიარა და ვფიქრობ, საუკეთესო კანდუდატურა შევარჩიეთ.

მიშა აქ არაერთ საკითხს მიხედავს - ბავშვთა აკადემიას, ფეხბურთელების შერჩევას და ასე შემდეგ.
"დილას" ბოლოდროინდელი წარმატებები მისი დამსახურებაცაა და მჯერა, "ზესტაფონისთვისაც" სასარგებლო მუშაკი იქნება", - გვითხრა გიორგი ჭიაბრიშვილმა.

შეგახსენებთ, ხუციშვილი ბოლოს სერბულ "ვოივოდინაში" თამაშობდა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ფეხბურთელის კარიერაზე ნაადრევად თქვა უარი, საქართველოში კი მას არაერთი კლუბის ღირსება დაუცავს - მათ შორის თბილისის "დინამოსი", ქუთაისის "ტორპედოსა" და ბოლნისის "სიონის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული