"სიონში" ახალმისული ბაჯელიძე უკვე წასვლაზე ალაპარაკდა

AutoSharing Option
გუშინ მატჩის შემდგომი კომენტარისას ბოლნისის "სიონის" მთავარმა მწვრთნელმა ლევან ბაჯელიძემ განაცხადა, რომ გადადგომაზე ფიქრობს.

არადა, "დინამოსთან" მატჩი მისთვის მხოლოდ მესამე იყო ბოლნისური კლუბის თავკაცის რანგში, ასეთ დროს კი მწვრთნელის წასვლა, ცოტა არ იყოს, მოულოდნელია.

თავად ბაჯელიძესთან დაკავშირება ვერ შევძელით, "სიონის" სხვა წარმომადგენლებმა კი მისი გადადგომის ვერსია არც დაადასტურეს და არც უარყვეს.

წესით, ყველაფერს ნათელი დღეისთვის უნდა მოეფინოს.

ნიკა გვათუა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული