დინამო არენაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, დინამოელები კიდევ ერთ საშინაო შეხვედრას ვერ ჩაატარებს მშობლიურ არენაზე.
ჩვენი მომავალი მეტოქე, რუსთავის "მეტალურგი" რვა ჩატარებული შეხვედრიდან 14 ქულით გათამაშების ცხრილში მესამე საფეხურზე იმყოფება, გუნდის ლიდერი დიმიტრი ტატანაშვილი კი სულაც უმაღლესი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ და დინამოელ ჩისკოს ერთი გატანილი
ვაკეში გასამართი შეხვედრა სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, იმითაც იქნება საინტერესო - თუ რომელი ფეხბურთელი წაიწევს უშუალო დუელში ბომბარდირთა დავაში წინ - ჩისკო თუ ტატანაშვილი... კვირას მიხეილ მესხზე ჩემპიონატის რჩეული თავდასხმა, გათამაშების საუკეთესო დაცვას დაუპირისპირდება - დინამომ რვა ტურის შემდეგ ყველაზე მეტი, 17 გოლი გაიტანა - მეტალურგმა კი ყველაზე ნაკლები, 5 გოლი მიიღო საკუთარ კარში.
მიმდინარე გათამაშება რუსთაველმა ფეხბურთელებმა არც თუ სახარბიელოდ დაიწყეს. ჩემპიონატის სასტარტო ტურში ევროპის ლიგა მოვლილმა გუნდმა ფოთის "კოლხეთს"ვერაფერი მოუხერხა და გათამაშება საშინაო ყაიმით დაიწყო. საფრანგეთიდან ორი დღით ადრე დაბრუნებულმა ფეხბურთელებმა შედარებით დასვენებული გუნდის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს... რაც სრულიად ლოგიკურიც გახლდათ...
უმაღლესი ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში კი "მეტალურგმა" ფოლადზე შეკრებილი 1500-მდე შეკრებილი მაყურებელი პირველი გამარჯვებით გაახარა. "დინამოს" მომავალმა მეტოქემ საკუთარ კედლებში 2:0 ზუგდიდის "ბაიას" სძლია. ირაკლი მოდებაძისა და რევაზ გეწაძის გოლებით კობა ჟორჟიკაშვილის კოლექტივმა პირველი სამი ქულის მოპოვებაც მოახერხა.
მართალია "მეტალურგმა" სასტარტო ორ შეხვედრაში ქულების მოგროვება მოახერხა, თუმცა პირველივე გასვლით შეხვედრაში ჟორჟიკაშვილის ბიჭები საქართველოს თასის მოქმედ მფლობელელ, "გაგრასთან" დამარცხდნენ. ამ წაგებამ "მეტალურგის" ამბიციებს ცივი შხაპი გადაავლო.
აღსანიშნავია, რომ "გაგრა" 2:0 "მეტალურგის" შეხვედრას თბილისის "დინამო" ესპანელი მთავარი მწვრთნელი, ალექს გარსიაც დაესწრო და მან თავადაც იხილა მომავალი მეტოქე საქმეში.
მეოთხე ტურში "მეტალურგმა" ცხინვალის "სპარტაკს" უმასპინძლა. რუსთავში გამართული შეხვედრა ფრედ - 0:0 დასრულდა. საგულისხმოა, რომ ხსენებულ შეხვედრაში აწ-უკვე რუსთაველმა ფეხბურთელმა, გივი კვარაცხელიამ ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშა, შეგახსენებთ, რომ მან ჩემპიონატის სასტარტო ორი ტურის შემდეგ მოასწრო საკლუბო მისამართის შეცვლა და ჩვენი მომავალი მეტოქის რიგებში ამოჰყო თავი. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ კვარაცხელიამ ძალზედ მოტივირებულმა ითამაშა და ზედმეტი უხეშობისთვის შეხვედრის მეეცხრე წუთზე ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.
რუსთავის "მეტალურგმა" მეხუთე და მეექვსე ტურის შეხვედრები ერთნაირი ანგარიშით - 2:0 მოიგო. ჟორჟიკაშვილის ბიჭებმა სტუმრად - "ვიტ ჯორჯიასთან" და შინ - "ტორპედოსთან" დიმიტრი ტატანაშვილის დუბლების წყალობით მოახერხეს მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვებების მიღწევა. ფოლადის ბინადრებმა უშუალო კონკურენტებთან ჭიდილში საჭირო ექვსი ქულის მოპვება შესძლეს და სატურნირო ცხრილში პოზიციებიც სერიოზულად გაიმყარეს.
ზედიზედ ორი წარმატებული შეხვედრის შემდეგ რუსთაველი ფეხბურთელები საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან, "ზესტაფონთან" დამარცხდნენ. იმერლებმა "დინამოს" მომავალ მეტოქეს 2:0 სძლიეს და სათასო შეხვედრის წინ "მეტალურგის" მოთამაშეები ცუდ ხასიათზეც დააყენეს.
მეშვიდე ტურში წაგებულმა შეხვედრამ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის 1/8 ფინალურ შეხვედრაში იჩინა თავი... რუსთაველები საჩხერეს სტუმრობდნენ, სადაც თასის ორ რაუნდიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა უნდა გაემართათ... "მეტალურგმა" "ჩიხურასთან" შეხვედრაში მართალია ანგარიში პენალტით გახსნა, თუმცა 54-ე წუთზე მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და ლუკა რაზმაძის გოლი საჩხერელმა ფეხბურთელმა, ნიკა გუშარაშვილმა გაქვითა. თასზე სტუმრად ნათამაშები ფრე და მეტოქის მოედანზე გატანილი გოლი "მეტალურგის" აქტივში ნამდვილად შესატანია, თუმცა პირველი ლიგის ბინადარ გუნდთან მთლად დამაკმაყოფილებელი შედეგი ნამდვილად არ გახლავთ.
უკანასკნელი შეხვედრა რუსთავის "მეტალურგმა" სანაკრებო პაუზამდე გორის "დილასთან" გამართა. გორელებთან შეხვედრაში კვლავ გადამწყვეტი გოლების ავტორად მოგვევლინა დიმიტრი ტატანაშვილი, რომლის შესრულებული დუბლიც სტუმართა მარცხს მოასწავებდა - 3:1 შეხვედრა რუსთაველთა გამარჯვებით დასრულდა და "დინამოსთან" შეხვედრამდე კარგი განწყობაც შეიქმნეს.
საგულისხმოა, რომ რუსთავის "მეტალურგს" დინამოელებთან შეხვედრაში ვერ დაეხმარება გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი - გივი კვარაცხელია, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში სამი ყვითელი ბარათი დაუგროვდა.
რუსთავის "მეტალურგის" სავარაუდო შემადგენლობა:
ბედიაშვილი - ჯაფარიძე, მახვილაძე, კვახაძე, ორბელაძე - დობროვოლსკი, გეწაძე, რაზმაძე, მაისურაძე - მოდებაძე, ტატანაშვილი
"დინამო" და "მეტალურგი" ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით, აქამდე 40-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. ამ ურთიერთშეხვედრებში "დინამო" საგრძნობ უპირატესობას ფლობს. დინამოელებს მომავალი მეტოქე 26 შეხვედრაში ჰყავთ დამარცხებული, რვა შეხვედრაში კი თბილისელი ფეხბურთელები რუსთაველებთან დაზავდნენ, ექვსი მატჩი კი "მეტალურგის" გამარჯვებით დასრულდა. ბურთების შეფარდება 84-31 თბილისელთა სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ "დინამომ" "მეტალურგი" სხვადასხვა დროს სამჯერ დაამარცხდა დიდი ანგარიშით - 4:0 ასეთი სხვაობა "დინამო"-"მეტალურგის" დაპირისპირებაში სულ სამჯერ დაფიქსირდა. 1992 წლის 13 ნოემბრს, თბილისელებმა ამ ანგარიშით გასვლით შეხვედრაში იმარჯვეს, 1996 წლის 12 აპრილს და 2009 წლის 13 სექტემბერს კი "დინამომ" დედაქალაქში მოახერხა მეტოქის ძლევა.
"მეტალურგისთვის" მაინც და მაინც ტკბილ მოგონებებს არ უნდა უკავშირდებოდეს ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "დინამოს" წინააღმდეგ თამაში - რუსთაველები უკანასკნელად დიდი ანგარიშით, სწორედ ხსენებულ სტადიონზე დამარცხდნენ. კოკისპირული წვიმის თანხლებით "დინამომ" 4:0 იმარჯვა. ოთხიდან ორი გოლი კი თბილისელთა გუნდის კაპიტნის, ალექსანდრე კოშკაძის ანგარიშზეა.
გასული სეზონი. ურთიერთშეხვედრები.
22.08.2010
მეტალურგი 1-0 დინამო
გოლი: 1-0 რეხვიაშვილი 29'
31.10.2010
დინამო 1-1 მეტალურგი
გოლები: 1-0 ლექვთაძე 17' 1-1 გეწაძე 90'
23.02.2011
მეტალურგი 1-0 დინამო
გოლი: 1-0 მაისურაძე 30'
15.04.2011
დინამო 2-0 მეტალურგი
გოლები: 1-0 რობერტინიო 23' 2-0 კოშკაძე 45'
საუკეთესო მეგოლეები:
დინამო: ჩისკო - 5 გოლი
მეტალურგი: ტატანაშვილი - 6 გოლი
გასული სეზონი:
დინამო თბილისი შინ: 18 თამაში, 8 მოგება, 8 ფრე, 1 წაგება
მეტალურგი სტუმრად: 18 თამაში, 3 მოგება, 8 ფრე, 7 წაგება
დასასრულს კი გეტყვით, რომ "დინამოსა" და "მეტალურგის" შეხვედრა, მიხეილ მესხის სტადიონზე, თბილისის დროით 18:00-ზე დაიწყება და მატჩის პირდაპირი ეთერის ხილვა საქათველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
fcdinamo.ge