მერანი - სიონი 3:0
1:0 მანწკავა (11), 2:0 ტაპე (46), 3:0 ჩალაძე (77. მემარნიშვილის პასით)
მერანი 4-4-2 სიონი 4-4-1-1
შეროზია ლობჟანიძე
კაკუშაძე თარგამაძე
ჟვანია კობაური
დიდავა ჩხეტიანი
სუხიაშვილი გ.ოქროპირიძე
მემარნიშვილი გაბრიჭიძე
ე. გრიგალაშვილი ნოზაძე
მანწკავა ალავიძე
ჩალაძე ვ.ბოლქვაძე
ამბროლაძე ქუცურუა
ტაპე რეხვიაშვილი
მწვრთნელი მწვრთნელი:
ა.ჩხაბერიძე ლ.ბაჯელიძე
მერანი
41.კაკუშაძე- ჭაფოძე
55.ამბროლაძე - სამადაშვილი
80.ჩალაძე- ქამუშაძე
სათადარიგოები: გეგეჭკორი, იატრო, ტორაძე, შენგელია
სიონი
73. ვ.ბოლქვაძე - ალფაიძე
სათადარიგოები: კიკაბიძე, კობერიძე, ხურციძე, ისიანი, მ.ოქროპირიძე, კემუხტაშვილი
გაფრთხილება: დიდავა (70)
არბიტრი: ლ.სილაგავა
როგორც ცნობილია, ბოლნისურ კლუბში ფინანსური პრობლემებია, გაურკვევლობაა მთავარ მწვრთნელ ლევან ბაჯელიძესთან დაკავშირებითაც. ის წინა ტურში
პრობლემა ჰქონდა "მერანსაც": დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა 23 წლის მცველმა ვალერი იობაშვილმა, მისი ადგილი დაცვის ცენტრში გამოცდილ გივი დიდავას ანდეს.
თამაში მერანელთა უპირატესობით დაიწყო და სწრაფი გოლითაც დასრულდა: მე-11 წუთზე ბოლნისელთა მცველების უხეშობას მათი კარის სიახლოვეს სახიფათო საჯარიმო მოჰყვა, რომლის შესრულება მასპინძელთა ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მანწკავამ ითავა და ზუსტადაც დაარტყა - 1:0.
გატანილი ბურთის შემდეგ მასპინძლებს მეტოქეზე ზეწოლა არ შეუწყვეტიათ, თამაშს ძირითადად ისინი აკონტროლებდნენ, სტუმრები კი შორი მანძილიდან თუ ურტყამდნენ.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მერანელებმა კიდევ გაიტანეს: რიკოშეტის შემდეგ ბურთი "მერანის" კოტდივუარელ ლეგიონერ ტაპე მუნინს მიუვიდა, რომელმაც არ დააღალატა თანაგუნდელები - 2:0.
ამის შემდეგ სტუმრებსაც მიეცათ შანსი: 65-ე წუთზე შოთა გაბრიჭიძეს საჯარიმოთი, 68-ეზე კი რეხვიაშვილის ძლიერად დარტყმულს ჯონი შეროზია დაუხვდა მარჯვედ. "მერანის" მორიგი შეტევისას მემარნიშვილმა ლაშა ჩალაძე მოძებნა, რომელმაც ჩინებული სოლორეიდი განახორციელა და - 3:0.
ბესიკ გვაზავა მარტვილიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"