ალექს გარსია: შეგვეძლო მატჩის ფრედ დასრულება

AutoSharing Option
დინამო - მეტალურგის მატჩის დასრულების შემდეგ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ალექს გარსია და კობა ჟორჟიკაშვილი ჟურნალისტთა წინაშე წარსდგა.

კობა ჟორჟიკაშვილი
:"თამაში პრინციპული ხასიათის იყო. საკმაოდ საინტერესო გამოდგა და ვგონებ, მაყურებელმაც ისიამოვნა. "დინამო" დღითიდღე იხვეწება და დროთაგანმავლობაში პროგრესირებს. ჩვენ ჩანაწერების მიხედვით შევისწავლეთ მეტოქე და ვცდილობდით მათთვის არ მიგვეცა სივრცეები, რომელსაც "დინამო" შესანიშნავად იყენებს. ვცდილობდით ფლანგებიდან შეგვეტია და დაძაბულ, საინტერესო ბრძოლაში გამარჯვებას მივაღწიეთ კიდეც. ფეხბურთელებს შორეული დარტყმები დავავალე და როგორც აღმოჩნდა სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ.

ალექს გარსია:"კარგი თამაში იყო. სამწუხაროდ როდესაც ვცდილობთ
თამაშის დაჭერას, ზუსტად მაშინ ვუშვებთ გოლს საკუთარ კარში. შესაბამისად ასე თამაშის მოგება ძალიან რთულია. მეორე ტაიმში გავრისკეთ და თამაში ბოლომდე გავხსენით. ვაბანკზე წავედით, თუმცა თამაშის ხასიათიდან გამომდინარე ვერ მოვახერხეთ ანგარიშის გათანაბრება.

ვფიქრობ ეს ის შედეგი არ არის, რასაც უნდა ვაჩვენებდეთ, ჩემი ფეხბურთელების მონდომება ყოველი თამაშის წინ მართლაც რომ საბრძოლო გახლავთ. ჩვენს მიერ ნაჩვენები შედეგები სამწუხროდ ფეხბურთელთა მონდომების ექვივალენტური არ გახლავთ. დღეს შეგვეძლო მატჩის ფრედ დასრულება, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რათა დასახულ მიზნებს მივაღწიოთ.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული