მიკელ ალვარო: "მეტალურგთან" მდევრის როლში ვიყავით

AutoSharing Option
"მეტალურგთან" წაგებული შეხვედრის შემდეგ, გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის კომენტარი "დინამოს" ლეგიონერმა მიკელ ალვარომ გააკეთა, რომელშიც ზუგდიდის "ბაიასთან" გასამართ შეხვედრაზეც ისაუბრა.

მიკელ ალვარო
:"მატჩის დასაწყისში გაშვებული დასანანი გოლის გამო, ფაქტიურად 0:1-დან დავიწყეთ თამაში და მდევრის როლში აღმოვჩნდით, რამაც ძალიან გაგვირთულა დავალება. რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევძელით მათი გამოყენება.

შემდეგი თამაში უმნიშვნელოვანესია ჩვენი კლუბისთვის, მითუმეტეს გუშინდელი წაგებული შეხვედრის შემდეგ. ისიც აღსანიშნავია, რომ მცირე დროში მოგვიწევს რამდენიმე მატჩის ჩატარება. გუნდში ფსიქოლოგიური მდგომარეობა ნორმალურია და ბიჭებს გაცნობიერებული გვაქვს "ბაიასთან" თამაშის მნიშვნელობა. ასე რომ
ზუგდიდში აუცილებლად მოსაგებად გავალთ მოედანზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა ზუგდიდის "ბაიასა" და თბილისის "დინამოს" შორის 22 ოქტომბერს 15:00 საათზე დაიწყება.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული