კოშკაძე: ჩვენი მთავარი პრობლემა პირველი ათი წუთია

AutoSharing Option
"მეტალურგთან" განცდილი მარცხის შემდეგ, დინამოელებს შაბათს, 22 ოქტომბერს ზუგდიდში "ბაისთან" მნიშვნელოვანი მატჩი ელით. "დინამოს" ვებ-გვერდმა თბილისელთა გუნდის კაპიტანს მოახლოებული მატჩის წინ კომენტარის გაკეთება სთხოვა.

ალექსანდრე კოშკაძე: "ყველამ ვიცით, რომ წარუმატებელი ასპარეზობა ჩვენი ბრალია. ჩვენი მთავარი პრობლემა პირველი ათი წუთია. თავიდანვე გოლს ვუშვებთ და მდევრის როლში ყოფნა ძალიან რთულია.

სამწუხაროდ გოლის გატანას მეტოქე გვასწრებს. ზუგდიდში ყოველთვის დაძაბული თამაშია. მეტოქე არასდროს არაფერს არ თმობს. არც ჩვენ ვაპირებთ არაფრის დათმობას. ბოლო შეხვედრებში ამ სტადიონიდან გამარჯვებულები დავბრუნდით.

მიმდინარე სეზონშიც კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვეთ ზუგდიდში,
მართალია არა ბაიასთან, მაგრამ მაინც... დარწმუნებული ვარ რომ მოვიგებთ. იმედია სადებიუტო წუთებიდანვე გაუთვალისწინებელი შემთხვევა არ მოხდება. თუ შევძლებთ მწვრთნელის დავალებების შესრულებას აუცილებლად შევძლებთ გამარჯვების მოპოვებას".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული