"დინამოს" ზედიზედ მეორე მარცხი

AutoSharing Option
"ბაია"-"დინამოს" 2-1 შეხვედრის დასრულების შემდეგ, გულია თუთბერიძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელები ჟურნალისტთა წინაშე წარსდგნენ. 

ელგუჯა ქომეთიანი: "ეს იყო ჩენი გუნდისთვის ურთულესი მატჩი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ "დინამოსთან" გვქონდა თამაში. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დამატებითი მოტივაცია და დიდი გამოწვევა გახლავთ "დინამოს" წინააღმდეგ თამაში. ბრძოლისა და თავდადების ხარჯზე მივაღწიეთ გამარჯვებას. რომ ვთქვა სამწვრთნელო შთაბის წევრები კმაყოფილები ვართ ნაჩვენები თამაშის ხარისხით - არა, ჩვენ ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ და ეს "დინამოს" დამსახურებაა.

ბოლო წუთებზე გავიტანეთ გამარჯვების მომტანი გოლი, რაც კიდევ უფრო
მეტ რწმენას შეჰმატებს ჩემს ბიჭებს. მინდა "დინამოს" წარმატება ვუსურვო".

ალექს გარსია:"ვაგრძელებთ პირველ წუთებში საკუთარ კარში ბურთის მოღებას და ეს შეხვედრის წარმატებულად დასრულებაში ხელს გვიშლის. მეორე ტაიმში გათანაბრების შემდეგ გვქონდა მომენტები, მაგრამ სამწუხაროდ მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ.

ყველაფერს ვაკეთებთ წარმატებული თამაშისთვის, თუმცა სამწუხაროდ არ გამოგვდის... საბოლოო ჯამში პირველი ათი წუთი ყველაფერს გვიწყვეტს. "მეტალურგთანაც" და დღესაც... ეს იმას ნიშნავს, რომ გასახდელიდანვე გვიწევს ანგარიშის გასათანაბრებლად თამაში".

"ბაია"-"დიანმო" 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 მგელაძე (8), 1:1 ჩისკო (45+1), 2:1 პაჭკორია (90)
გაფრთხილებები: ჰომოლა (33), რეხვიაშვილი (40), კოშკაძე (49), კოტო (82),
არბიტრი: მალხაზ ბეუქლიშვილი

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
გარსია წადი შენივე მოყვანილი ესპანელებით ამ შემადგენლობით მეხუთე ადგილზე როგორ ყავს გუნდი გაუშვას დინამომ სანამ დროა თორემ დატოვებს ჩემპიონთა ლიგის გარეშე გუნდს
aleqswadi!
19:43 23-10-2011
0
..."შეჰმატებსო"??? ბარემ, ესპანურად დაგებეჭდათ გარსიას კომენტარიც და ეგ არის! არ ეწყინება ნატავი გარსიას, გომეთიანის კომენტარი რომ დაბეჭდეთ უცვლელად და მისი არა?

:D
dato
00:02 24-10-2011
0

სიახლეები პოპულარული