"ტორპედომ" "ვიტ ჯორჯია" სტუმრად 1:0 დაამარცხა

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიამ" მართლაც დასანანი მარცხი განიცადა. მთელი პირველი ტაიმი მასპინძლების კარნახით წარიმართა, მეტოქე კი თამაშის აწყობას კონტრშეტევებზე ცდილობდა. ბურთის ფლობაში აშკარა უპირატესობა "ვიტ ჯორჯიას მხარეს" იყო. გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა გიორგი კორიფაძეს, რომლის ახლოდან დარტყმულს ქუთაისელთა ერთ-ერთი მცველი გადაეღობა.

ქუთაისელებს ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტენდენციით, "აუღებელ ზღუდედ" ქცეული ვიტელები 5 წელი ვერ დაემარცხებინათ, შესაბამისად ტორპედოელებს მოტივაცია საძებნი არ ჰქონდათ. "ტორპედო" მატჩს დანაკლისით ხვდებოდა, განაცხადში ტრავმის გამო გია მეგრელაძე არ იყო.

გია გეგუჩაძემ თავდაპირველად მოედანზე ის ფეხბურთელები გაიყვანა, რომლებიც წინა თამაშზე
"სპარტაკთან" მატჩში იყვნენ ძირითადში.

მცხეთაში მატჩის პროლოგი ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა. საგოლე მომენტები კი მეტად ქუთაისელთა ინიციატივით იქმნებოდა.

"ვიტ ჯორჯია"-"ტორპედო" 0:1 (0:0)

გოლები: 0:1 გოცირიძე (76)
გაფრთხილებები: დიღმელაშვილი (48), გურული (50), კასრაძე (64), ჯანელიძე (69), საბანაძე (87)
არბიტრი: ჯენერი ხორავა
ვიტ ჯორჯია: ძაძამია, ადამაძე, კასრაძე, ჩიმაკაძე, ვასაძე, ჯანელიძე, ღანიაშვილი, ხურცილავა (სიხარულიძე 79), ზაქრაძე (ჯუღელი 74), კორიფაძე, გურეშიძე.
ტორპედო: მიგინეიშვილი, თოდუა, გამეზარდაშვილი, ფოფხაძე, გურული, დიღმელაშვილი (კუხიანიძე 85), დათუნაიშვილი, ბოლქვაძე (საბანაძე 66), დოლიძე (იოსელიანი 56), თარხნიშვილი, გოცირიძე.

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული