ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 2:0 - ძალა აღმართს ხნავს

AutoSharing Option
26.10. ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 800 მაყურებელი
ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 2:0
1:0 წინამძღვრიშვილი (56. გრიგალაშვილის პასით), 2:0 დვალი (70)

ზესტაფონი ვიტ ჯორჯია
4-4-2 4-2-3-1
მამალაძე ძაძამია
ალადაშვილი ხურცილავა
გ. ონიანი ადამაძე
მ. კობახიძე გოგიაშვილი
ელიავა ღანიაშვილი
აფციაური ვასაძე
ძარია გურამ გურეშიძე
გორგიაშვილი კორიფაძე
შ. გრიგალაშვილი ჯანელიძე
დვალი ზაქრაძე
გელაშვილი ჩიმაკაძე

მწვრთნელი მწვრთნელი
გ. ჭიაბრიშვილი ზ. ბერიძე

ზესტაფონი
54. ძარია - ბენაშვილი
56. გელაშვილი - წინამძღვრიშვილი
73. გორგიაშვილი - ფიფია
სათადარიგოები: მეშველიანი, თ. ღონღაძე, საჯაია, ბაბუნაშვილი

ვიტ ჯორჯია
64. ზაქრაძე - ოთარიშვილი
69. ჩიმაკაძე - სიხარულიძე
75. კორიფაძე - გიორგი გურეშიძე
სათადარიგოები: ნ. სვანაძე, ხუმარაშვილი, მაისაშვილი, ჯუღელი

არბიტრი: დ.
ხარიტონაშვილი

წინა ტურში "ზესტაფონმა" თბილისში "სპარტაკი" ისე დამაჯერებლად გაანადგურა, სულაც არ იქნებოდა გასაკვირი, შინ "ვიტ ჯორჯიასთანაც" დაუბრკოლებლად რომ ემარჯვა. მართალია, საქართველოს მოქმედ ჩემპიონებს ვეტერინარებმა გაცილებით დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ფეროელთა იერიშებს "ვიტ ჯორჯია" მხოლოდ ტაიმი და ათი წუთი გაუმკლავდა და საბოლოოდ, ძლიერმა გაიმარჯვა.

პირველი ტაიმი არცთუ სანახაობრივი გამოდგა. მეტოქეები შეტევაში დიდი ძალებით არ წასულან, თუმც "ზესტაფონის" მცირე უპირატესობა მაინც იგრძნობოდა. შესვენებამდე ვიტელთა კართან აშკარა საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა.

სამაგიეროდ, დაწინაურების შანსი გაუშვეს ხელიდან სტუმრებმა - ბექა ზაქრაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან სუსტად დაარტყა. ტაიმის მიწურულს გოლთან უფრო ახლოს ზურაბ ბერიძის გუნდი იყო, როცა გურამ ადამაძის დარტყმისას "ზესტაფონი" გიორგი ონიანმა იხსნა.

მეორე ნახევარი გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა გაცილებით მაღალ დონეზე ჩაატარეს და საწადელსაც მიაღწიეს - შეცვლაზე შესულმა რატი წინამძღვრიშვილმა თორნიკე აფციაურის წამოწყებული და შოთა გრიგალაშვილის გაგრძელებული კომბინაცია დააგვირგვინა.

ამით მასპინძლებმა გადამწყვეტი ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოიპოვეს და მალე ჯაბა დვალმა ბომბარდირული მონაპოვარი კიდევ ერთი გოლით გაიმდიდრა - ახლო მანძილიდან გაიტანა.

დარჩენილ დროში არაფერი მომხდარა ისეთი, დედაქალაქელებს თამაშის გადარჩენის შანსი რომ მისცემოდათ. "ზესტაფონი" უახლოეს მდევრებს უკვე ოთხი ქულით უსწრებს, წარმოსახვით ცხრილში კი, რომლითაც ჩემპიონატის მეორე ეტაპზე უნდა ვიხელმძღვანელოთ, კიდევ უფრო სოლიდური ჰანდიკაპი აქვს.

სატურნირო მდგომარეობა
გ თ მ ფ წ ბ ქ
ზესტაფონი 11 8 2 1 25-13 26
ტორპედო 11 7 1 3 14-7 22
დინამო 11 7 1 3 23-12 22
მეტალურგი 11 6 3 2 16-10 21
ბაია 11 6 1 4 15-8 19
მერანი 11 5 2 4 13-12 17
ვიტ ჯორჯია 11 4 2 5 10-14 14
გაგრა 11 4 1 6 12-16 13
დილა 11 3 1 7 15-18 10
სპარტაკი 11 2 4 5 8-16 10
კოლხეთი 11 2 3 6 8-17 9
სიონი 11 0 3 8 6-22 3

ნიკა გვათუა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

zestafoni 11 8 2 1 25 13 26

torpedo 11 7 1 3 14 7 22

dinamo 11 7 1 3 23 12 22

metalurgi 11 6 3 2 16 10 21

baia 11 6 1 4 15 8 19

merani 11 5 2 4 13 12 17

vit jorjia 11 4 2 5 10 14 14

gagra 11 4 1 6 12 16 13

dila 11 3 1 7 15 18 10

spartaki 11 2 4 5 8 16 10

kolxeTi 11 2 3 6 8 17 9

sioni 11 0 3 8 6 22 3

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული