მერანი-ბაია 1:0 - მარტვილელთა ისტორიული გამარჯვება

AutoSharing Option
26.10. მარტვილი. ცენტრალური. 1200 მაყურებელი
მერანი-ბაია 1:0
1:0 ჩალაძე (42)

მერანი (4-4-2) ბაია (4-2-3-1)
შეროზია მაქაცარია
კაკუშაძე რიგვავა
ჟვანია აფაქიძე
იობაშვილი მგელაძე
სუხიაშვილი აკობია
დიდავა ტყემალაძე
ე.გრიგალაშვილი გუგუჩია
მანწკავა სიხარულია
ჩალაძე წურწუმია
ამბროლაძე ეხვაია
ტაპე ქობალია
მწვრთნელი: მწვრთნელი:
ა.ჩხაბერიძე ე.ქომეთიანი

მერანი
74. ამბროლაძე - მემარნიშვილი
85. ჩალაძე - კუჭუხიძე
88. ტაპე - ჭაფოძე
სათადარიგოები: ქამუშაძე,შალიკაშვილი,ტორაძე,შენგელია

ბაია
65. გუგუჩია - შ.ლომია
72. ქობალია - კუკავა
81. წურწუმია - სამუშია
სათადარიგოები: ჯომიდავა, პაჭკორია, ნ. შონია, ბენდელაძე
გაფრთხილება: ტაპე (49), ტყემალაძე (80), ჩალაძე (84) შეროზია (90)
არბიტრი:ჯ. ხორავა

ჯერ არასდროს არ ყოფილა: მარტვილელების ისტორიული გამარჯვება მეგრულ დერბში.
მარტვილის "მერანი" და ზუგდიდის "ბაია" უმაღლეს ლიგაში გუშინ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. მეგრული დერბის ფავორიტად წინა ტურში თბილისის "დინამოსთან" ხმაურიანი გამარჯვების შემოქმედნი, ზუგდიდელი ფეხბურთელები მიიჩნეოდნენ, მაგრამ...

შეხვედრის პირველი წუთები უფრო მოთელვას ჰგავდა, ორივე გუნდი ფრთხილობდა. შემდგომ კი ელგუჯა ქომეთიანის შეგირდები გააქტიურდნენ და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს: მარტვილელთა კარს ჯერ "ბაიას" კაპიტანი ზვიად სიხარულია დაემუქრა, თუმცა მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა; 31-ე წუთზე კი "მერანის" ერთ-ერთი შეტევა ვალიკო ტყემალაძემ ჩაჭრა, რომლის შორი მანძილიდან გასროლილი ბურთი მასპინძელთა კარის ძელს მოხვდა, ასხლეტილი კი ლევან წურწუმიას მიუვიდა და მისი სახიფათოდ დარტყმული ჯონი შეროზიამ მოიგერია.

ამასობაში მარტვილელებიც გამოცოცხლდნენ, კოტდივუარელი ლეგიონერი ტაპე მუნინი, ფაქტიურად, პირისპირ გადიოდა მეკარესთან, თუმცა მოულოდნელად ფეხი დაუცდა და წაიქცა.

ტაიმის ბოლოს გუნდებმა სახიფათოდ შეუტიეს ერთმანეთს: 41-ე წუთზე ირაკლი ქობალიას ძლიერად დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს, ერთ წუთში კი მარტვილელთა შეტევა გოლით დასრულდა: "ბაიას" საჯარიმოში არეულობისას ბურთი მარტვილელთა შემტევ ნახევარმცველს ლაშა ჩალაძეს მიუვიდა, რომელმაც თანაგუნდელები არ დააღალატა - 1:0.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა," გატანა "მერანსაც" შეეძლო და "ბაიასაც": ერთ-ერთ ეპიზოდში გიორგი მანწკავას ჩინებული გადაცემის შემდეგ გიგა ამროლაძე დარჩა მაქაცარიასთან მარტო, თუმცა ამ უკანასკნელმა შესაშური რეაქცია გამოავლინა. ანგარიშის შეცვლა შეეძლოთ ზუგდიდელ კუკავას და მარტვილელ მანწკავას, თუმცა მათი მცდელობა უშედეგო გამოდგა. აქვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ 29 წლის მანწკავა გუნდის ლიდერად და ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.

90-ე წუთზე სტუმრებმა ძალზე მწვავე მომენტი შექმნეს: სიხარულიას მიერ ჩინებულად ჩაწოდებულ ბურთს აფაქიძემ შეაგება თავი, მაგრამ ოდნავ ააცილა შეროზიას კარს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მარტვილელები საკუთარ მოედანზე დაუმარცხებლად ასპარეზობენ: მათ შინ გამართული 5 მატჩიდან ოთხში იმარჯვეს, "დილასთან" კი ფრედ ითამაშეს. კოლხურ დერბიში გამარჯვებით არჩილ ჩხაბერიძისა და მალხაზ ჟვანიას შეგირდებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს ზედა ეშელონში ადგილის დასამკვიდრებლად.

ბესიკ გვაზავა მარტვილიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული