ჩისკო: ის, რომ მე გოლები გამაქვს, ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა

AutoSharing Option
ზედიზედ ნათამაშები ორი წარუმატებელი შეხვედრების შემდეგ, თბილისის "დინამომ"  უსიამოვნო გამოსვლა "გაგრასთან" (3:0) მატჩში შეწყვიტა.

პირველი წრის უკანასკნელი შეხვედრა "დინამოს" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ორი გატანილი გოლის ავტორმა, ჩისკო მუნიოსმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის კომენტარი გააკეთა.

ჩისკო
:"ჩვენთვის მთავარი ამ შეხვედრის მოგება იყო და მოხარული ვარ, რომ დასახულ ამოცანას თავი შესანიშნავად გავართვით. მიუხედავად წარუმატებელი თამაშებისა, გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა და ეს ძალიან მახარებს.

თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმუმი გაიღო გაგრელთა დასამარცხებლად. მოხარული ვარ, რომ გათამაშების ბომბარდირთა დავაში ჩემი სახელიც ფიგურირებს. ის, რომ მე გოლები
გამაქვს ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა, რომ არა მათი კარგი თამაში, ასე ხშირად მეტოქეთა კარის აღება გამიჭირდებოდა. თუმც ვთვლი, ჩემი პირადი მიღწევები ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარი "დინამოს" წარმატებაა".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული