ალექს გარსია: გოლის შემდეგ, შეხვედრის სადავეები ხელთ ვიგდეთ

AutoSharing Option
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XII ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც თბილისის "დინამო" ცხინვალის "სპარტაკს" დაუპირისპირდა და მორიგი გამარჯვება იზეიმა. დინამოელებმა მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ალექს გარსია და ვლადიმერ ხაჩიძე ჟურნალისტთა წინაშე წარსდგნენ.

ალექს გარსია:"პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო "ვიტ ჯორჯიის" მთავარ მწვრთნელს, შვილიშვილის გარდაცვალება და მინდა თანაგრძნობა გამოვუცხადო მთლიანი კოლექტივის სახელით. რაც შეეხება ჩვენ თამაშს, ვიტყოდი, რომ კარგად ვითამაშეთ. პირველი გოლი მეტოქის კარში ჩვენ გავიტანეთ და შეხვედრის სადავეებიც ხელთ ვიგდეთ".

ვლადიმერ ხაჩიძე
:"საერთო ჯამში ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილი ვარ. ჩვენ ყველა თამაშში მოგებისთვის ვიბრძვით. შეხვედრა რომ მოიგო შემსრულებლები უნდა გყავდეს. დღეს "დინამოს" უკეთესი კლასის შემსრულებლები ჰყავს, მათ ჩვენზე მეტად გამოიყენეს შანსები, შესაბამისად შეხვედრაც მეტოქის გამარჯვებით დასრულდა".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული