მიკელ ალვარო: შევეცდებით სეზონის ტრიუმფატორები ჩვენ ვიყოთ

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XIII ტურის შეხვედრას მცხეთაში, ადგილობრივ "ვიტ ჯორჯიასთან" გამართავს.

"ვეტერინარებთან" მოახლებული მატჩის წინ, გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის, კომენტარი ესპანელმა ლეგიონერმა მიკელ ალვარომ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ალვარომ თავისი სადებიუტო შეხვედრა, სწორედ "ვეტერინარების" წინააღმდეგ გამართა, სადაც უმაღლესი ლიგის გათამაშებაში თავისი პირველი გოლიც გაიტანა.

მიკელ ალვარო
:"ვიტ ჯორჯიასთან" სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. გათამაშების ლიდერს, "ზესტაფონს" ერთი ქულით ჩამოვრჩებით, უახლოესი მდევარი, ქუთაისის "ტორპედო" კი სულაც ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვყვება და თითოეული ჩვენთაგანი ვათვიცნობიერებთ, რომ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად უნდა გავიდეთ.

ყველაფრის მიუხედავად ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი
შედეგი მხოლოდ სამი ქულა იქნება. ვიცით რა დონის გუნდთან მოგვიწევს თამაში.

ფეხბურთელებმა ვნახეთ მომავალი მეტოქის თამაშის ვიდეოფირი და შესაბამისი დასკვნებიც უკვე გამოტანილი გვაქვს. მართალია მატჩი უმაღლესი ხარისხის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართება, მაგრამ ვგონებ ეს ფაქტორი მატჩში თავისებურ კორექტივებს მაინც შეიტანს.

ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თასის გათამაშებას ნაადრევად გამოვეთიშეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს წარუმატებლობა, გუნდში არსებულ ატმოსფეროს ვერ გააფუჭებს. მართალია თასის გათამაშებას დავემშვიდობეთ, მაგრამ წინ მთელი სეზონია და ყველაფერს გავიღებთ, რათა მიმდინარე სეზონის ტრიუმფატორები სწორედ ჩვენ ვიყოთ. "ვიტ ჯორჯიასთან" გუნდი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე გავა მოედანზე და მხოლოდ მატჩის მოგებაზე იქნება ორიენტირებული.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული