გიორგი კახელიშვილი: ეტყობა გარსიას დავალებებს სათანადოდ ვერ ვასრულებდით

AutoSharing Option
დღეს თბილისის "დინამო" "მცხეთა პარკზე" "ვიტ ჯორჯიას" ესტუმრება. ამ გუნდების შეხვედრა მაყურებლისთვის ყოველთვის საინტერესო იყო და არც ამჯერად აკლია ინტრიგა.

მატჩის წინ დინამოელ გიორგი კახელიშვილს გავესაუბრეთ.

- ჩვენთვის ეს პრინციპული მატჩია და აუცილებლად უნდა მოვიგოთ. უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ჩვენი გაფუჭებული ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ.

აქვე ვიტყვი - ვისაც ჰგონია, რომ "დინამო" ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა და ჩამოსაწერები ვართ, ძალიან ცდება. გვყავს კარგი მწვრთნელი, შემადგენლობა და გუნდს პერსპექტივა ეტყობა, თუმცა ჩამოსაყალიბებლად დრო გვჭირდება. ეტყობა, მწვრთნელის დავალებებს სათანადაოდ ვერ ვასრულებთ, მაგრამ დრო
სწორედ დასახვეწად და თამაშის გასაუმჯობესებლად გვჭირდება.

- "დილასთან" სათასო მარცხის შემდეგ გუნდში რა ვითარებაა?
- სამწუხაროდ, ასეც ხდება. ახლა მთლიანად საჩემპიონო ბრძოლაზე გადავერთვებით და დარწმუნებულიც ვარ, ჩემპიონები გავხდებით.
რა თქმა უნდა, თასიდან გამოთიშვა ძალიან საწყენი იყო, ჩვენი გუნდის სახელი ყველა მეტოქესთან და ყველა ტურნირზე გამარჯვებას გვავალდებულებს. ამიტომაც "დილასთან" წარუმატებლობა ძალიან მტკივნეული იყო. თასის მოპოვებაც ძალიან გვინდოდა, მაგრამ ამას გუნდში არანაირი არეულობა არ მოჰყოლია, რადგან "დინამო" სამაგალითო გუნდია - თუნდაც ერთმანეთის გატანითა და თანადგომით.

ყველა გავაანალიზებთ მარცხისის მიზეზს, მსგავსი ჩავარდნა ჩემპიონატში რომ გამოირიცხოს და დარწმუნებული ვარ, თამაშს აუცილებლად გამოვასწორებთ.

- ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაში გარკვეულ ემოციასაც უკავშირდება.
- ბედნიერი ვარ, რომ "ვიტ ჯორჯიაში" თუნდაც ოთხი თვე ვითამაშე და ბევრი მეგობარი შევიძინე. მაგრამ ახლა დინამოელი ვარ, მის ინტერესებს ვემსახურები და ჩემთვის ახლა ყველა მეტოქე ერთია, ყოფილ კლუბთანაც ისეთივე მონდომებით ვითამაშებ, როგორც სხვასთან - მოგება, გატანა და წარმატება მსურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული