ევგრაფი შევარდნაძის სახელობის ლანჩხუთის სტადიონზე 6 ნოემბერს დანიშნული საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეცამეტე ტურის მატჩი ფოთის საფეხბურთო კლუბ "კოლხეთსა" და საქართველოს მოქმედ ჩემპიონ "ზესტაფონს" შორის, ლანჩხუთში მოსული უხვი ნალექის გამო გადაიდო.
წვიმამ "კოლხეთის" სტადიონი მთლიანად დაიტბორა, რომელზეც თამაში შეუძლებელია. გადადებული მატჩის დანიშვნის ახალი ვადა ჯერჯერობით უცნობია.
fc.zestafoni.ge