კახელიშვილი: ეს უიღბლობა აღარ არის

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიასთან" ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის კომენტარი დინამოელთა რიგებიდან მეორე გატანილი გოლის ავტორმა გიორგი კახელიშვილმა გააკეთა.

გიორგი კახელიშვილი
:"როგორც წესი "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა. ეს ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა და სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა კარგი თამაში იხილა. სამწუხაროდ მოგება ბოლო წუთებზე დავკარგეთ.

რაღა თქმა უნდა შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი. გულდასაწყვეტია, როდესაც შეხვედრას ორჯერ იგებ და მატჩში ვერ ახერხებ სამი ქულის აღებას. არ ვიცი გუნდის წარუმატებელი გამოსვლა რას დავაბრალო, ეს უიღბლობა აღარ არის, საკუთარ თავზე მუშაობა უნდა
განვაგრძოთ.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული