"დინამო" არენას ტურის მატჩით უბრუნდება

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ეროვნულ სტადიონს 20 ნოემბერს დაუბრუნდება - ამ დღეს თბილისური კლუბი ეროვნული ჩემპიონატის მატჩში ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს.

სტადიონზე შეიცვალა საფარი და განათების სისტემა. ბალახი უკრაინულია და, როგორც ამბობენ, მძიმე კლიმატურ პირობებსაც უნდა გაუძლოს. მნიშვნელოვნად გაძლიერდა განათება - 2000 ლუქსი მაღალი რანგის მატჩების სამასპინძლოდ სავსებით საკმარისია.

ამით სამუშაოთა პირველი ეტაპი დასრულდა. მეორე ეტაპი კი 18 დეკემბრიდან დაიწყება, კიდევ ბევრი რამ შეიცვლება და ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდება.

მაგალითად, შეიცვლება პრეს და ვიპ ლოჟები, აშენდება საკლუბო მაღაზია, მოეწყობა სპორტული ცენტრები, რესტორანი, პარკინგისთვის გამოიყოფა
მეტი ადგილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული