ჩემპიონი სათავეს დაუბრუნდა - კოლხეთი-ზესტაფონი 0:2

AutoSharing Option
15.11. ზუგდიდი. გ. თუთბერიძე. 200 მაყურებელი
კოლხეთი-ზესტაფონი 0:2
0:1 აფციაური (39. დვალის პასით), 0:2 გელაშვილი (44. გრიგალაშვილის პასით)

კოლხეთი ზესტაფონი
4-5-1 4-4-2
ნადირაშვილი მამალაძე
ცხვიტარია ალადაშვილი
ინწკირველი თ. ღონღაძე
ლომაშვილი გ. ონიანი
მეგრელიშვილი ელიავა
შავგულიძე აფციაური
ქებაძე გორგიაშვილი
პ. დათუნაიშვილი ბაბუნაშვილი
გვალია შ. გრიგალაშვილი
მდივნიშვილი დვალი
ციცხვაია გელაშვილი

მწვრთნელი მწვრთნელი
დ. მახარაძე გ. ჭიაბრიშვილი

კოლხეთი
46. ქებაძე - ცხადაია
54. შავგულიძე - გოგონაია
69. ცხვიტარია - გულუა
სათადარიგოები: ბობღიაშვილი, გ. კილასონია, თედიაშვილი, წიქარიშვილი

ზესტაფონი
69. აფციაური - ბენაშვილი
69. გელაშვილი - ფიფია
78. გორგიაშვილი - შარვაძე
სათადარიგოები: მეშველიანი, სარდალიშვილი, ჭანკოტაძე, ს. ლომია

გაფრთხილება: გელაშვილი (30)

არბიტრი:
მ. ბეუქლიშვილი

"ზესტაფონმა" ზუგდიდში გამოტოვებული მატჩი დამაჯერებლად მოიგო და უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა.

სავსებით მოსალოდნელი იყო, "კოლხეთს" მოქმედი ჩემპიონისთვის მედგარი წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ ასე არ მოხდა და ფეროელებმა დიდი ანგარიშით არა, მაგრამ დიდი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით გაიმარჯვეს.

"ზესტაფონმა" ზუგდიდში რამდენიმე ფეხბურთელი მოისაკლისა - დისკვალიფიცირებული ედიკ საჯაია და ტრავმირებულები: როინ კვასხვაძე, მამუკა კობახიძე და ირაკლი ძარია. ექსპერიმენტული იყო გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის ცენტრალურ მცველთა დუეტი, სადაც გიორგი ონიანს მარჯვენაფლანგელი თემურ ღონღაძე შეუწყვილდა.

ზამთრისპირის კვალობაზე ზუგდიდის მოედანს არა უშავდა და "ზესტაფონს" თავისი ფეხბურთის თამაში თავიდანვე გამოუვიდა. მართალია, ნომინალური სტუმრები ტაიმის ბოლოსღა დაწინაურდნენ, მაგრამ მანამდე ორი საგოლე შანსი გაუშვეს ხელიდან - ნიკა გელაშვილმა და შოთა გრიგალაშვილმა მიზანს მცირედით ააცილეს.

"ზესტაფონის" ორივე გოლი მრავალსვლიან კომბინაციას მოჰყვა. ჯერ ფოთელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლეს იმერლებმა და კახა ალადაშვილის წამოწყებული და ჯაბა დვალის გაგრძელებული კომბინაცია თორნიკე აფციაურმა დააგვირგვინა, შემდეგ კი დვალმა გაამწვავა თამაში, იერიში კი გრიგალაშვილის პასითა და გელაშვილის გოლით დასრულდა.

მეორე ტაიმში რამდენიმეჯერ არ გაუმართლა ბომბარდირთა დავის თანალიდერ ჯაბა დვალს, რომელმაც არაერთი საგოლე შანსი გაუშვა ხელიდან - ძელსაც გაარტყა ბურთი, მეტოქის მეკარემაც აჯობა და მიზანმაც უმტყუნა.

რამდენიმე ეპიზოდში ზესტაფონელები თერთმეტმეტრიანსაც ითხოვდნენ, მაგრამ საბოლოოდ ორი ბურთი იკმარეს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. სატურნირო ცხრილი
გ მ ფ წ ბ ქ
ზესტაფონი 13 9 2 2 27-14 29
ტორპედო 13 9 1 3 17-8 28
დინამო 13 8 2 3 27-14 26
მეტალურგი 13 7 3 3 19-14 24
მერანი 13 7 2 4 16-13 23
ბაია 13 6 1 6 16-12 19
ვიტ ჯორჯია 13 4 4 5 13-17 16
გაგრა 13 4 2 7 12-17 14
კოლხეთი 13 3 3 7 11-20 12
დილა 13 3 2 8 17-21 11
სპარტაკი 13 2 4 7 9-20 10
სიონი 13 1 4 8 8-22 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული