ჯერ უცნობია, კონტრაქტი რა ვადით გაფორმდა, მაგრამ საკითხი შეთანხმებულია.
ორშაბათსვე გორელები მცხეთაში "ვიტ ჯორჯიას" ესტუმრნენ, ამხანაგურად ეთამაშნენ და 2:1 მოიგეს.
ცხადია, მახარაძე შეხვედრას დაესწრო. 61 წლის სპეციალისტი მის მიერ შერჩეულ ასისტენტთან ერთად იმუშავებს. სავარაუდოდ, მას იური გაბისკირია დაეხმარება, მაგრამ გუნდში კვლავ იმუშავებს მწვრთნელთა ძველი შემადგენლობაც.
შეგახსენებთ, რომ მახარაძე უმუშევარი იყო გასული წლის
მახარაძის ამბავთან ერთად ისიც გვითხრეს, რომ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად, "დილას" ერთ-ერთი სამთავრობო სტრუქტურაც მიხედავს. ახალი მწვრთნელის ამბავი კი დადასტურდა, მაგრამ გუნდის დაფინანსების თაობაზე ჯერ ოფიციალური ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ. თუმცა, მახარაძე გუნდში რომ მიდის, ეს უკვე ნიშნავს, რომ "დილას" ფინანსური რესურსიც ექნება და ამბიციაც.
საინტერესოა სხვა სიახლეებიც: გორის ცენტრალურ სტადიონზე იგეგმება სარეკონსტრუქციო სამუშაოები. როგორც ცნობილია, მთავრობისა და ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტით, ამ სტადიონზე უკვე დაიგო ახალი საფარი. ეს პირველი ეტაპის სამუშაოები იყო. მალე აპირებენ ტრიბუნების, გასახდელ-საშხაპეების, მსაჯთა და დელეგატის ოთახების განახლებას, თანამედროვე ვიპლოჟების მოწყობას... შეიცვლება და უეფას სტანდარტებს დააკმაყოფილებს განათების სისტემა, რადგან გუნდის მესვეურთა სურვილია, გორში საერთაშორისო მატჩებს უმასპინძლონ, მათ შორის, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეხვედრებსაც.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"