"დინამო" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს. ქართული კლასიკოს წინ, კომენტარი დინამოელთა ესპანელმა ფორვარდმა, ალბერტ იაგუემ გააკეთა, რომელმაც მიმდინარე სეზონში ქუთაისელთა კარში გოლის გატანა მოახერხა.
ალბერტ იაგუე:"სამწუხაროდ ქუთაისში გამართულ შეხვედრაში დავმარცხდით. პირველი 15 წუთის მანძილზე მეტოქემ მთელი ძალებით შემოგვიტია და შეხვედრის დებიუტშივე ორი ბურთით დაწინაურდნენ. გაშვებული ბურთების შემდეგ აშკარად, რომ მოვუმატეთ, სათამაშო უპირატესობაც მოვიპოვეთ, ერთი გოლი პირადად მე გავქვითე, თუმცა საბოლოოდ პრინციპული მატჩი წავაგეთ.
ახლა კი ვფიქრობ მოგების დროა. უპირატესობა ჩვენს მხარეს იქნება. ჩვენს სტადიონზე
დარწმუნებული ვარ, "ტორპედო" მეორე ნომრად ითამაშებს. მეტოქე დაცვით ფეხბურთს აირჩევს და კონტრშეტევებზე საკუთარი შანსის გამოყენებას შეეცდება. მთავარია შეხვედრის დებიუტში მიუტევებელი შეცდომა არ დავუშვათ.
"დინამოს" ფანებს კი მინდა ვუთხრა, რომ თითოეული ჩვენგანი აცნობიერებს ამ მატჩის მნიშვნელობას და მთელ ცხოვრებას დავტოვებთ მოედანზე, რათა პრინციპული მეტოქე დავამარცხოთ და ჩვენს აქტივს მორიგი სამი ქულა შევმატოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"