- "ტორპედოსთან" მატჩი "დინამოსთვის" არასდროს ყოფილა რიგითი.
- "ქართული კლასიკოს" მნიშვნელობას კარგად ვაცნობიერებთ და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იქნება. ისტორიულის გარდა, ამ "დინამო"-"ტორპედოს" დიდი პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს - ამ სეზონში უშუალო კონკურენტებთან ქულების დაგროვება გვიჭირს და გვინდა, ნავსი ქუთაისელთა დამარცხებით გავტეხოთ. თანაც, რევანშისთვის ვემზადებით. გამარჯვების გარდა, ჩვენთვის სხვა შედეგი მიუღებელი იქნება.
- პირველ წრეში ქუთაისში განცდილი მარცხი რამ განაპირობა?
- მატჩის
- ალექს გარსიას ფეხბურთელებთან "ტორპედოს" თავისებურებებზე ხომ არ უსაუბრია?
- დეტალური ანალიზი არ ყოფილა, ზოგადად კი "ტორპედოს" შესახებ ბევრი რამ ვიცით და კარგად გვესმის, რომ სერიოზული და ბრძოლისუნარიანი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში.
- ელოდები თუ არა სანახაობრივ თამაშს?
- ამაშიც დარწმუნებული ვარ, რადგან ალექს გარსიაც და გია გეგუჩაძეც შემტევი ფეხბურთის მიმდევარი მწვრთნელები არიან. სტადიონზე მოსული ქომაგი არ ინანებს.
- რამდენიმეთვიანი განშორების შემდეგ "დინამო" ეროვნულ სტადიონს უბრუნდება.
- ეს ჩვენთვის უდიდესი სტიმულია. აქამდე ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ მხოლოდ სტუმრად ვთამაშობდით, ახლა კი შინ ვბრუნდებით, სადაც საოცარი საფეხბურთო ატმოსფეროა.
- როგორია ფეხბურთელთა პოზიცია ალექს გარსიას გარშემო ბოლო დროს შექმნილი მითქმა-მოთქმის თაობაზე?
- სრულიად გულწრფელად გეტყვით, რომ მას ფეხბურთელებისგან ასპროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. ბიჭებისთვის მისი საფეხბურთო ხედვაც აბსოლუტურად მისაღებია და ადამიანური თვისებებიც. გვჯერა, რომ გარსია "დინამოსთვის" იდეალური მწვრთნელია. იმის მიუხეადავად, რომ მხოლოდ რამდენიმეთვიანი ურთიერთობა გვაკავშირებს, ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში მას დიდი წვლილი მიუძღვის.
- ფაქტია, რომ "დინამო" ვერ არის იდეალურ ფორმაში. როდისთვის ვარაუდობთ თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას?
- დაგეთანხმებით. ამჟამად ბევრი გვიკლია თუნდაც იმ დონემდე, ევროთასებზე რომ ვაჩვენეთ, მაგრამ იმასაც ვამჩნევ, რომ ნელ-ნელა გუნდი უკეთეს კონდიციებში შედის, რაც მალე შედეგებშიც აისახება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"