"ტორპედო" ბოლნისური მატჩისთვის თბილისში მოემზადება

AutoSharing Option
ნაადრევმა დიდთოვლობამ 27 ნოემბერს მე-15 ტურის ექვსი შეხვედრიდან ხუთი შეიწირა, მათ შორის, ქუთაისში გასამართი "ტორპედოსა" და მარტვილის "მერანის" მატჩი.

ახლაც, სამტრედიიდან მცხეთამდე საქართველო თოვლშია გახვეული. გამონაკლისი არც ქუთაისია და "ტორპედო" ნორმალურად ვარჯიშს ვერ ახერხებდა. არადა, კვირას გუნდი ჩემპიონატის აუტსაიდერ "სიონს" ბოლნისში სტუმრობს, არასრულფასოვნი ვარჯიშით კი მოგება აუტსაიდერთანაც ძნელია. ამიტომაც "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ თბილისში ადრე ჩამოსვლა ამჯობინა.

ტორპედოელები მატჩისთვის ახალგარემონტებულ "საბურთალოს" (სამედიცინო უნივერსიტეტის) სტადიონზე მოემზადებიან, სადაც უკვე ორი თვეა, ცხინვალის "სპარტაკიც" ვარჯიშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული