ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. გრიშიკაშვილი ათდღიან სარეაბილიტაციო კურსს ლატვიაში გაივლის.
სოსო გრიშიკაშვილი: "უფრო ჰოკეისტებისთვის დამახასიათებელი ტრავმა მაწუხებდა და ოპერაციის რიგაში გაკეთებაც ამან განაპირობა. ჯერ კიდევ ტკივილები მაწუხებს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მალე გამოვჯანმრთელდები და საყვარელი საქმის გაგრძელებასაც მალე შევძლებ.
ყველას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყურადღებისთვის, აქაც რიგაში და საქართველოშიც".
fcdinamo.ge