დინამო-დილა 2:0 - ერთ ტაიმში მოთავებული რევანში

AutoSharing Option
4.12. თბილისი. დინამო არენა. 1 000 მაყურებელი
დინამო-დილა 2:0
1:0 კოტო (10. ჩისკოს პასით), 2:0 ჯიღაური (21)

დინამო დილა
4-3-3 4-2-3-1
ლორია შეყრილაძე
ოდიკაძე ლომიძე
თომაშვილი ქარქუზაშვილი
ჰომოლა ბაქრაძე
რეხვიაშვილი გველესიანი
კვეკვესკირი ვ. ხორგუაშვილი
ჯიღაური ჯოჯუა
ალვარო რაჟამაშვილი
კოტო გოგინაშვილი
კახელიშვილი დ. ჩაგელიშვილი
ჩისკო ახალკაცი
მწვრთნელი მწვრთნელი
ა. გარსია თ. მახარაძე

დინამო
61. კახელიშვილი - ლექვთაძე
68. ოდიკაძე - ხოჭოლავა
74. ჩისკო - იაგუე
სათადარიგოები: ნადირაძე, პარუნაშვილი, რობერტინიო, თექთურმანიძე

დილა
38. ახალკაცი - სადაღაშვილი
46. გველესიანი - ნ. ნოზაძე
82. ლომიძე - ნემსაძე
სათადარიგოები: კეჩხუაშვილი, ლ. ჩაგელიშვილი, ჭითანავა, გ. თოდუა

გაფრთხილება: რეხვიაშვილი (50), კოტო (65), გოგინაშვილი
(73)

არბიტრი: ლ. კვარაცხელია

თუ დინამოელებს ამ სეზონში ვინმესგან წყენა შეხვდათ, ეს, უპირველესად, "დილაზე" ითქმის, რომელმაც ალექს გარსიას გუნდი საქართველოს თასის გათამაშებას მერვედფინალიდან გამოთიშა.

ბუნებრივია, დედაქალაქელები სარევანშოდ იყვნენ განწყობილნი, გორელებს კი უკვე ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით უნდა დაემტკიცებინათ, რომ "დინამოსთვის" ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა კვლავ შეეძლოთ.

გვარიანი სუსხის მიუხედავად, "დინამო არენაზე" მაინც შეიკრიბა იმ რაოდენობის მაყურებელი, ჩვენი უმაღლესი ლიგისთვის რომაა დამახასიათებელი. "დინამოს" ფანკლუბის გარდა, ტრიბუნაზე გორიდან ჩამოსული რამდენიმე ასეული ქომაგიც ისხდა, რამაც მატჩს დამატებითი ელფერი შესძინა.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სანახაობა მხოლოდ პირველ ტაიმში იყო. შესვენების შემდეგ "დინამოს" დიდი ძალები აღარ დაუხარჯავს და ტემპის დაგდებით მშვიდად შეინარჩუნა მოპოვებული უპირატესობა, სტუმრებმა კი თამაშში გარდატეხის შესატანად ვერაფერი მოიმოქმედეს.

საწყის 45 წუთში მასპინძლებმა შიდაქართლელებს არაერთი ხიფათი შეუქმნეს და ორი გოლიც სავსებით ლოგიკურად გაუტანეს. მე-10 წუთზე ჩისკომ კოტო ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა და ამ უკანასკნელს თავისიანების დაწინაურება არ გასჭირვებია; 21-ზე კი მიკელ ალვაროს დარტყმა მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ჯაბა ჯიღაურმა ყველას დაასწრო და ანგარიში ორამდე გაზარდა.

კოტო გუშინ მხოლოდ გოლით არ გამორჩეულა - ვფიქრობთ, მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო. კარგად დავინახეთ, რომ ჩამშლელობასთან ერთად მას შეტევაც რიგიანად ეხერხება. "დილასთან" კოტომ ჯერ მარჯვენა, შემდეგ კი მარცხენა ფლანგზე ითამაშა და მეტოქის დაცვას დიდ თავსატეხს ორივე პოზიციიდან უქმნიდა.

რაც შეეხება დინამოელთა ვერგამოყენებულ მომენტებს, ასეთები უმეტესად პირველ ტაიმში ვნახეთ - ალვაროს თავური ბექა შეყრილაძემ მოიგერია, მანვე არ გაატანინა გიორგი რეხვიაშვილს, ტაიმის ბოლოს კი ჩისკომ კოტოს შესანიშნავი პასი ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმიდან გასახსენებელი, ფაქტობრივად, არაფერია. "დილამ" ერთადერთი კუთხური მოაწოდა და გიორგი ლორია მხოლოდ ერთი-ორჯერ, ისიც სუსტი დარტყმებით შეაწუხა.

"დინამო" გალიდერდა და, იმის მიუხედავად, რომ ეს არ არის "ნამდვილი" ლიდერობა, სეზონის მსვლელობისას განცდილი უსიამოვნებების ფონზე გარსიასა და მის ფეხბურთელებს ეს ფაქტი უდავოდ გაუზრდის თავდაჯერებულობას.

საქართველოს ჩემპიონატი. XVI ტური.
მერანი-ზესტაფონი გადაიდო

4.12. ზუგდიდი. გ. თუთბერიძე. 500 მაყურებელი
ბაია-სპარტაკი 1:3
გოლები: 0:1 შარაშენიძე (24. შალამბერიძის პასით), 1:1 გუგუჩია (36), 1:2 თ. შონია (36. შალამბერიძის პასით), 1:3 თ. შონია (55. მეტრეველის პასით)
გაფრთხილება: რიგვავა (43), დეკანოიძე (67)
არბიტრი: ა. კრიჭაშვილი

სატურნირო ცხრილი
გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დინამო 15 10 2 3 31 14 32
2. ზესტაფონი 14 10 2 2 29 14 32
3. ტორპედო 15 10 1 4 20 11 31
4. მერანი 14 8 2 4 19 13 26
5. მეტალურგი 15 7 5 3 20 15 26
6. ბაია 16 7 2 7 18 15 23
7. გაგრა 16 5 3 8 16 21 18
8. ვიტ ჯორჯია 15 4 5 6 13 20 17
9. სპარტაკი 15 4 4 7 14 22 16
10. კოლხეთი 15 3 4 8 13 23 13
11. დილა 15 3 2 10 17 25 11
12. სიონი 15 1 4 10 10 27 7

ბომბარდირები
ჩისკო (დინამო) - 9
ტატანაშვილი (მეტალურგი) - 9
დვალი (ზესტაფონი) - 8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

dinamo 15 10 2 3 31 14 32

zestafoni 14 10 2 2 29 14 32

torpedo 15 10 1 4 20 11 31

merani 14 8 2 4 19 13 26

metalurgi 15 7 5 3 20 15 26

baia 16 7 2 7 18 15 23

gagra 16 5 3 8 16 21 18

vit jorjia 15 4 5 6 13 20 17

spartaki 15 4 4 7 14 22 16

kolxeTi 15 3 4 8 13 23 13

dila 15 3 2 10 17 25 11

sioni 15 1 4 10 10 27 7

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული