სიონი-ტორპედო 1:3 - გოლები? რამდენიც და როგორიც გინდათ!

AutoSharing Option
4.12. ბოლნისი. თ.სტეფანია. 100 მაყურებელი
სიონი-ტორპედო 1:3 (1:1)
0:1 დ. ჯანელიძე (10), 1:1 უგულავა (22), 1:2 თარხნიშვილი (56. იოსელიანის პასით), 1:3 საბანაძე (66)

სიონი ტორპედო
4-4-2 4-2-3-1
ლობჟანიძე ქვილითაია
ჩხეტიანი ფოფხაძე
ოქროპირიძე ს. თოდუა
სვანიძე ფარულავა
თარგამაძე გურული
გაბრიჭიძე დიღმელაშვილი
ქუცურია კუხიანიძე
ისიანი იოსელიანი
ალავიძე დ. ჯანელიძე
კემუხტაშვილი თარხნიშვილი
უგულავა საბანაძე
მთ. მწვრთნელი: მწვრთნელი:
ვ. ჩაგელიშვილი გ. გეგუჩაძე

სიონი:
68. ალავიძე - კობერიძე
78. ლობჟანიძე - ზუხბაია
85. ისიანი - ხურციძე
სათადარიგოები: გიორბელიძე, ადამაშვილი, ა. ნოზაძე, კაციტაძე.

ტორპედო:
62. დიღმელაშვილი - გოცირიძე
63. გურული - შერგელაშვილი
75. თოდუა - მირცხულავა
სათადარიგოები: მიგინეიშვილი, ტაბატაძე, დათუნაიშვილი, დოლიძე.

გაფრთხილებები: გურული (31)
არბიტრი: ჯ. ხორავა

"სიონი" სტუმრებს ოპტიმალური შემადგენლობით ვერ დაუხვდა, არ ჰყავდა გამთამაშებელი ვალერი ბოლქვაძე და თავდამსხმელი გიორგი რეხვიაშვილი.
თუმცა უფრო მნიშვნელოვანი იყო "ტორპედოს" დანაკლისი: გია გეგუჩაძეს ძირითადში არ შეუყვანია სამი ფეხბურთელი - მიგინეიშვილი, დოლიძე და
დათუნაიშვილი, ხოლო გამეზარდაშვილი, მეგრელაძე და დავით ბოლქვაძე განაცხადშიც არ იყვნენ, ისევე, როგორც ბოლო დროს სათადარიგოებთან გაშინაურებული ჩიკვილაძე.

"ტორპედოს" თავკაცი რისკიანი კაცია, ახალგაზრდებს ენდობა და ამ შემთხვევაში ექსპერიმენტის მიზეზიც ჰქონდა: მომდევნო კვირას ქუთაისელებს ორი პრინციპული მატჩი ელით, 7 დეკემბერს "ზესტაფონს" თასის განმეორებით მატჩში ესტუმრებიან, 11 დეკემბერს კი რუსთავის "მეტალურგს" ჩემპიონატში უმასპინძლებენ და გეგუჩაძემ მოთამაშეები დაასვენა.

რისკმა, უფრო სწორად, ახალგაზრდებმა გეგუჩაძეს გაუმართლეს. გუშინ პირველად ითამაშეს ძირითადში გიორგი კუხიანიძემ, დავით ჯანელიძემ, გამოცდილმა, მაგრამ უთამაშებელმა მაქსიმე ქვილითაიამ, დებიუტი ჰქონდათ ბაქარ მირცხულავასა და ლაშა შერგელაშვილს, გიგი იოსელიანი კი ნელ-ნელა იმკვიდრებს ადგილს ძირითადში და "სიონთანაც" ერთ-ერთი აქტიური იყო. 21 წლის თორნიკე თარხნიშვილი და 20 წლის ნიკა საბანაძე კი სასტარტოში აქამდეც ხვდებოდნენ.

"ტორპედომ" აქტიურად დაიწყო და ანგარიშიც მალევე გახსნა: მე-10 წუთზე კარიდან დაახლოებით 40 მეტრში მყოფმა ჯანელიძემ საკუთარი საჯარიმოდან მიიღო ბურთი და მოულოდნელად დაარტყა, კარიდან ოდნავ წინ გამოსულმა ლობჟანიძემ რეაგირება ვერ მოახერხა და ულამაზესი გოლი გავიდა - 0:1.

გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და წონასწორობა მალე აღადგინეს. 22-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გავიდა ლაშა კემუხტაშვილი, ქვილითაიამ პირველი დარტყმა აუღო, მაგრამ ბურთი უხეიროდ მოიგერია და დამატებაზე ჯაბა უგულავამ იმარჯვა - 1:1.

სტუმრები ისევ გააქტიურდნენ და ტაიმის მიწურულს კიდევ ორი სახიფათო შეტევა განახორციელეს, მაგრამ კუხიანიძისა და თარხნიშვილის დარტყმებს სიზუსტე აკლდათ. თუმცა ამ უკანასკნელმა მიზანს მაინც მიაღწია და მეორე ნახევარში ძალზე ეფექტური დარტყმით ბურთი შორეული კუთხის ცხრიანში ჩაუშვა - 1:2.

"სიონს" ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, როდესაც მარცხენა ფლანგზე უგულავა რამდენიმე მცველს გასცდა და კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილ კემუხტაშვილს გადააწოდა, მაგრამ ჩინებულად ითამაშა ქვილითაიამ.

"ტორპედომ" კი თავისი მორიგი შანსი გამოიყენა: უსწრაფესი კონტრშეტევისას კუხინიძემ ჩინებული გადაცემით მეკარესთან მარტო დარჩენილი საბანაძე მოძებნა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული