გაზეთ "ლელოს" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით - "პრეზიდენტებო, უყიდეთ ფეხბურთელებს პამპერსი" (იხილეთ სტატია), სადაც საუბარი იყო იმ საქციელზე, რომელიც ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ჩაიდინეს საფეხბურთო კლუბ "გაგრას" ფეხბურთელებმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საფეხბურთო კლუბი "გაგრა" უფლებამოსილია განაცხადოს შემდეგი:
პირველ რიგში, კლუბის ხელმძღვანელობა ბოდიშს იხდის იმ უმსგავსო საქციელის გამო, რომელიც ჩაიდინეს ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა ლანჩხუთში, ფოთის "კოლხეთთან" კალენდარული შეხვედრის შესვენებისას.
ჩვენს მიერ დადგენილ იქნა იმ ორი ფეხბურთელის ვინაობა, რომელთაც ეს ქმედება ჩაიდინეს. მათ
იმედი გვაქვს, რომ მსგავს შემთხვევას მომავალში ადგილი აღარ ექნება.