I ლიგაშიც უამინდობა...

AutoSharing Option
სამწუხაროდ, უამინდობამ გარკვეული კორექტივები პირველი ლიგის გათამაშების კალენდარშიც შეიტანა. სეზონის დაწყების წინ გამოქვეყნებული კალენდრის მიხედვით, ორივე ("ა" და "ბ") ზონაში მოასპარეზე თითოეულ გუნდს 16-16 მატჩი უნდა ჩაეტარებინა, დანარჩენი ორი ტურის შეხვედრები კი 2012 წლის გაზაფხულზე გაიმართებოდა.
ამით პირველი ლიგის გათამაშების პირველი ეტაპი დამთავრდებოდა და თითოეულ ზონაში ორ-ორი საუკეთესო გუნდის ვინაობაც გაირკვეოდა;

შეგახსენებთ, რომ "ა" და "ბ" ზონაში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები და უმაღლეს ლიგაში პირველი ეტაპის შემდეგ IX-XII ადგილზე გასულები ახალ, რვაგუნდიან ტურნირში ჩაებმებიან. ეს ტურნირი (თითოეული გუნდი ნული ქულით
რომ დაიწყებს) ორწრიანი იქნება და ოთხი საუკეთესოც 2012-13 წლების სეზონში უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს.

სამწუხაროდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უამინდობის გამო პირველი ლიგის ორივე ზონის კალენდარი საგრძნობლად შეიცვალა და როგორც გუშინ გვაცნობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელმა და ამავდროულად, პირველი ლიგის გათამაშების კურატორმა რევაზ შენგელიამ, უკვე დადგენილია გამოტოვებული მატჩების თარიღები, რასაც აქვე გთავაზობთ:

"ა" ზონა
მესხეთი (ახალციხე) - მეშახტე (ტყიბული) - 6 დეკემბერი
ლოკომოტივი (თბილისი) - სამტრედია - 8 დეკემბერი
ჩხერიმელა (ხარაგაული) - მეშახტე (ტყიბული) - 9 დეკემბერი
(მეშახტე - მერცხალი და ჭიათურა - ჩხერიმელა მომავალი წლის გაზაფხულზე ჩატარდება)

"ბ" ზონა
ზოოვეტი (თბილისი) - ნ. დინამოელი (თბილისი) - 8 დეკემბერი
სამგურალი (წყალტუბო) - ჩიხურა (საჩხერე) - 8 დეკემბერი
იმერეთი (ხონი) - სამგურალი (წყალტუბო) - 11 დეკემბერი
გუშინ "ბ" ზონაში ორი მატჩი ჩატარდა:
ჩიხურა (საჩხერე) - ადელი (ბათუმი) 2:0
სქური (წალენჯიხა) - ნ. დინამოელი (თბილისი) 3:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული